ვაჟა სირაძე - რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე - დაკავებულთა შორის, 10 არასრულწლოვანია

შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს ქვეყნის მასშტაბით, რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, - ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სირაძემ აღნიშნა, დაკავებულთა შორის 10 არასრულწლოვანია.

„სამართალდამცველების მიერ, თვეების განმავლობაში, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა.

დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმაზე აქვეყნებდნენ.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი – ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად ასევე დაკავებულია დაჯგუფებების კიდევ შვიდი წევრი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებული იდეოლოგიის ჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა.

სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საზოგადოების თითოეულ წევრს კი მოვუწოდებთ, მსგავსი დანაშაულების ელემენტარული ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის.

აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის პოლიციის თითოეულ თანამშრომელს, წარმატებულად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისათვის“, - განაცხადეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768555571

ახალი ამბები

2026 წლის 1 იანვრიდან ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება სავალდებულოა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოში დარეგისტრირდა და სერტიფიცირება გაიარა 800-მა ვეტერინარმა და 444-მა ვეტერინარ-ტექნიკოს...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1768555483

მსოფლიო

თეთრი სახლი: პრეზიდენტმა საკმაოდ ნათლად გამოთქვა თავისი პრიორიტეტი, რომ მას სურს, აშშ-მა გრენლანდია შეიძინოს

დანიის დაქვემდებარებაში მყოფი გრენლანდიის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეტენზიების ფონზე, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, არქტიკულ კუნძულზე სადაზვერვო მი...

თეთრი სახლი

1768554206

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპა, ჯერჯერობით, ვერ გამოსულა ომის რიტორიკიდან, მაგრამ ომი რაც უფრო მძიმე ხასიათს იღებს, გამოფხიზლება ნელ-ნელა მოდის

„ევროპა, ჯერჯერობით, ვერ გამოსულა ომის რიტორიკიდან, მაგრამ ომი რაც უფრო მძიმე ხასიათს იღებს, გამოფხიზლება ნელ-ნელა მოდის“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1768553877

მსოფლიო

ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეაჩერა

ჩინეთმა 1-ელი იანვრიდან რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეაჩერა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის მიზეზი არის ფასი, რომელიც ჩინეთში ელექტ...

ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები

1768552402

ახალი ამბები

საქართველოდან ექსპორტირებულია 7.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 10.0 ათასი ტონა ვაშლი

2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 7.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით 10.0 ათასი ტონა ვაშლი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

საზოგადოება