მახაშვილი: ევროკავშირმა ოთხი წელი აცადა ორ ქვეყანას, ერთმანეთი დაეხოცათ და ამის შემდეგ გაახსენდათ თურმე მოლაპარაკებები

ევროკავშირს რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაეწყო უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან, როდესაც ევროპის კონტინენტზე ამ მასშტაბის ომი დაიწყო, ბრიუსელს პირველივე დღიდან უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები ომის მონაწილეებთან, უპირველესად, რუსეთთან, რომელმაც ეს ომი დაიწყო, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

დეპუტატს დაუსვეს კითხვა „პოლიტიკოს“ ინფორმაციაზე, რომ ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს.

„გასაკვირი არის ის, რომ ოთხი წლის თავზე დაიწყეს ფიქრი, თურმე რუსეთთან საუბარი აუცილებელია. ოთხი წლისთავზე, ვიდრე მარცხის წინაშე არ დადგნენ და ეს მარცხი რეალობად არ იქცა, არავის გაახსენდა და აზრად მოუვიდა, რუსეთთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა.

რუსეთთან თუ არ ილაპარაკებენ სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ ამ ომის დასრულება. ის ფაქტი, რომ ამაზე ოთხი წლის თავზე დაიწყეს ფიქრი კიდევ ერთხელ აჩვენებს რამდენად არაპროფესიონალურად ვითარდება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა. რამდენად არარეალურად აფასებენ იმ ვითარებას, რაც ხდება დღეს ევროპის კონტინენტზე.

საბოლოო ჯამში, კიდეც მოილაპარაკებენ და აუცილებლად შესაბამის შედეგებამდეც გავლენ. თუმცა აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამდენი ხანი, ოთხი წელი ორ ქვეყანას აცადეს, ერთმანეთი დაეხოცათ, ამდენი ადამიანი შეეწირა, ამხელა ტრაგედიები ყოფილიყო და ამის შემდეგ გაახსენდათ თურმე მოლაპარაკებები“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, ეს კარგად აჩვენებს იმ კრიზისს, რის წინაშეც დღეს ევროკავშირი იმყოფება.

„დიპლომატიის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ამ მასშტაბის ომის დასრულება. ამ პროცესის მსხვერპლი საქართველოც გახდა. საქართველოზეც იყო ზეწოლა, ბულინგი, მათ შორის პოლიტიკური ზეწოლა და სხვადასხვა ტიპის უსამართლო განცხადებები.

ეს ფარდას ხდის ორმაგ სტანდარტს, რომელიც ვიხილეთ ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა ეს ჩვენ ნანახი გვაქვს. აქ ახალი არაფერია. საქართველოს ეს ყველაფერი გავლილი აქვს. სწორედ ამიტომ მივუთითებდით ბრიუსელს, რა იყო საჭირო ამ ოთხი წლის განმავლობაში და ჩვენთვის მთავარი სწორედ ეს იყო.

იმედია, ომი მშვიდობით დასრულდება, ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი სწორედ ეს არის. დადგება დრო, როდესაც გვექნება შესაძლებლობა, ეს არაპროფესიონალიზმი სათანადოდ შევაფასოთ, ამ ოთხი წლის განმავლობაში ვის რა როლი ჰქონდა, მათ შორის საქართველოზე ზეწოლის ნაწილში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768562943

მსოფლიო

Bloomberg: ტრამპი ფიცოს 17 იანვარს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 17 იანვარს, ფლორიდაში,  მარ-ა-ლაგოს სასახლეში შეხვდება, - ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ფიცოს ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება....

ტრამპი ფიცო

1768561816

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით

ევროკავშირმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ასევე ევროკავშირის წევს სახელმწიფოებს, მათ შორისაა საბერძ...

ლევან ჟორჟოლიან

1768561312

ახალი ამბები

სოფო აზარაშვილი საქართველოში ტურისტების რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირებასთან დაკავშირებით: ტურიზმის მზარდი სტატისტიკა ბიზნესს მეტ მოტივაციას გვაძლევს

საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია. გასულ წელს საქართველოში 7,803,239...

სოფო აზარაშვილი

1768560510

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი BBC-ს სტატიაზე: ეს არ იყო შეუგნებელი ქმედება მათი მხრიდან, ეს იყო გამიზნული დეზინფორმაცია და ცილისწამება

ერთადერთი, რაც უშველის, ეს არის სწორედ ამის აღიარება. ეს არ იყო შეუგნებელი ქმედება მათი მხრიდან, ეს იყო გამიზნული დეზინფორმაცია და ცილისწამება, - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტე...

რატი იონათამიშვილი:

1768559262

ახალი ამბები

ვაჟა სირაძე - რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე - დაკავებულთა შორის, 10 არასრულწლოვანია

შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს ქვეყნის მასშტაბით, რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, - ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვა...

ვაჟა სირაძე