პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

საკითხზე მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით, ცვლილების შედეგად სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ გრანტის მიღების და მისი გაცემის უფლებამოსილება მიეცემა.

მისივე თქმით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი 2025 წელს აკრედიტებული იქნა კლიმატის ცვლილების მწვანე ფონდის მიერ, რომლის საერთო შემოწირულებები 22 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მწვანე კლიმატის ფონდი არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფინანსური მექანიზმი და აფინანსებს ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შემარბილებელ და საადაპტაციო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პროექტებს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პარტნიორ ორგანიზაციად განიხილება საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782223863

მსოფლიო

ვაშინგტონში ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო

ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო, - განაცხადა აშშ-ში ისრაელის საელჩომ. მათივე ცნობით, დღევანდელი სესია პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს დაე...

ვაშინგტონში ისრაელსა და ლიბანს შორის

1782221959

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აირჩია. გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე მიიღეს. „ხალხის ძალის“ ცნობით, დავით...

დავით ქართველიშვილი

1782221822

საზოგადოება

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექ...

შოთა ბერეკაშვილ

1782220321

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ჰოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, თ...

ლევან მაჭავარიანი

1782219968

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6480 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6487 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი