ლიზა გეგეჭკორი: ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით
„ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის (HKU) კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით. ამ მასშტაბური შესაძლებლობის უკან ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა და პირადი ძალისხმევა დგას“, - წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ცოტნე ივანიშვილმა, გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია. გეგეჭკორი აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი - როცა ქვეყნის სიყვარულს მომავალი თაობის ინტელექტში ჩადებული რეალური საქმით ამტკიცებ, რაც ივანიშვილების ოჯახისგან ვერავის გაუკვირდება.
„წელიწადში 35-დან 42 ათას დოლარამდე - ზუსტად ამდენი ღირს სწავლა აზიის ნომერ პირველ და მსოფლიოს ტოპ-11 უნივერსიტეტში. დღეიდან კი ნიჭიერი ქართველი მოსწავლეებისთვის ეს უზარმაზარი ფინანსური ბარიერი აღარ არსებობს!
ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის (HKU) კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით:
* ვის შეუძლია მონაწილეობა: წელს მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს განსაკუთრებული წესით, მომავალი წლიდან კი კონკურსში მე-11 და მე-12 კლასელებიც ჩაერთვებიან.
* მთავარი კრიტერიუმები: მაღალი აკადემიური მოსწრება, ინგლისური ენის კარგი ცოდნა და ეროვნულ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიღწეული შედეგები.
* დაფინანსება: სწავლის სრულ ღირებულებას თავად უნივერსიტეტი და საქართველოს მთავრობა ერთობლივად ფარავენ.
ამ მასშტაბური შესაძლებლობის უკან ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა და პირადი ძალისხმევა დგას. როგორც განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ აღნიშნა, სწორედ ცოტნეს აკადემიურმა გამოცდილებამ და უშუალო შუამავლობამ ჩაუყარა საფუძველი ამ ისტორიულ თანამშრომლობას - ცოტნემ თავისი გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია.
აი, ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი - როცა ქვეყნის სიყვარულს ცარიელი ლოზუნგებით კი არა, მომავალი თაობის ინტელექტში ჩადებული რეალური საქმით ამტკიცებ, რაც ივანიშვილების ოჯახისგან ძალიანაც რომმოინდომოს ვერავის გაუკვირდება. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ნასწავლი თითოეული ქართველი, ხვალ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარების პირდაპირი გარანტიაა!”, - წერს ლიზა გეგეჭკორი.
1795853701
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან - ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. მისი ინფორმაციით, ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის პირადი ძალისხმევის...
1795852855
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უნივერსიტეტია აზიაში, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს
„ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზია...
1795851586
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორ...
1795850226
ახალი ამბებინანა კაკაბაძე: ისტორიული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ქართველების მიერ არეული ქვეყნის დალაგების მსურველი გარე ძალები ბლომად გამოჩნდებიან და თავისი ინტერესების შესაბამისად ისევ ფსევდო პატრიოტი ქართველების ხელით, სათავისოდ დაილაგებენ ჩვენ არეულ ქვეყანას
მოძრაობა „ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებსა და გამოწვევებზე წერს. იგი „გულწრფელ და პატრიოტ „მედასავლეთეებსა და ლიბერალებს“ მიმართავს და უსვ...
1795848104
ახალი ამბებილევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები - სწორედ ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია!
ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით,...































