თენგიზ შარმანაშვილი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული რა ტიპის ორგანიზაცია შეუძლია შექმნას საქართველოს მოქალაქემ და როდის შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ მისი არსებობა

„რა თქმა უნდა, სარისკო არაფერია თვითონ იდეაში, ეს ასე უნდათ რომ წარმოაჩინონ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა სახალხო მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, წამყვანმა მას ჰკითხა, „საქართველოში ღირებულებების და ტრადიციების დაცვის მიზნით სახალხო მოძრაობის დაფუძნება აღმოჩნდა საკმაოდ რეზონანსული. კრიტიკის და შეურაცხყოფის ახალი ტალღაც მოჰყვა. თქვენი შეფასებით, რა არის ამ ინიციატივაში როგორც მისასალმებელი, ასევე სარისკო და საფრთხის შემცველი, რადგან მოსაზრებები სწორედ ამ ნიშნით დაიყო, რომ დაცვის იდეა შესაძლოა იყოს მისაღები, მაგრამ ის უნდა გამორიცხავდეს ძალადობას და ანგარიშსწორებას“.

შარმანაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული რა ტიპის ორგანიზაცია შეუძლია შექმნას საქართველოს მოქალაქემ და როდის შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ მისი არსებობა.

„ეს ნათლად არის განმარტებული შემდგომ კანონმდებლობაშიც. ასე, რომ სარისკო არ შეიძლება იყოს. აქამდე არავის გამოუთქვამს [მოსაზრება], რომ სარისკოა რომელიმე ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცებს გაუჩნდათ ის შინაგანი გრძნობა, რომ მხოლოდ ისინი არიან მონოპოლისტები, ვისაც შეუძლიათ შექმნან ასეთი ტიპის ორგანიზაციები და ისიც, როგორც წესი, მათი დიდი ნაწილი უცხოეთის დაფინანსებაზეა დამოკიდებული. უცხოური გავლენის წარმომადგენლები არიან აქ, საქართველოში. ასე, რომ მისასალმებელია ეს ყველაფერი“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და ისინი ეროვნულ ინტერესებს ყოველგვარი ძალადობის გარეშე დაიცავენ.

„თვითონ სახელმწიფოსგანაც ყველამ იცის, რომ არავის ეპატიება ძალადობისა და ასეთი ტიპის გამოვლინებები ვისი პოლიტიკური მომხრეც არ უნდა იყოს ის. ეს ყველას აქვს გაცნობიერებული. მოხარული ვარ, რადგან ახალი მოძრაობის დამფუძნებელმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს მიზანი არ აქვთ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად, ახალი მოძრაობა - „ეროვნული თაობა“ დაარეგისტრირა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785244841

ახალი ამბები

ლევან მოსეშვილი: წლის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერ...

ლევან მოსეშვილი

1785244443

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6278 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6281 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1785243769

მსოფლიო

ისრაელ კაცი: ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ირანის ენერგეტიკულ სამიზნეებს დავარტყათ, თუმცა აშშ ამჟამად ამას არ ამტკიცებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს უკრძალავს. „ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ირანის ენერგეტიკულ სამიზნეებს დავარტყათ. შე...

ისრაელ კაცი

1785243716

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა - აშშ-სთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას

ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას, - განაც...

პოლიტიკოსი

1785243365

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: „ნაცებში“ ფული აღარ გვაქვს და შეგვიგროვეთო, სამარცხვინოდ იქცევიან, ფული უჭირთ, რაც ძალიან კარგია, პოლიტიკური ველი აგენტურული აქტორებისგან უნდა მოსუფთავდეს

ოპოზიციაში ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ამაზე ბევრი საუბარიც შეუძლებელია. „ალიანსში“ და „ნაცებში“ ფულიც აღარ გვაქვს და შეგვიგროვეთო. სამარცხვინოდ იქცევიან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თა...

ლევან მაჭავარიანი