მაჭავარიანი: ბატონი ფიშერი და ბატონი ჰერჩინსკი, სამწუხაროდ, დავალებას ზედმიწევნით, დიდი მოტივაციით ასრულებენ - ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ისინი რომ წაბრძანდნენ თავიანთ ქვეყნებში, მათზე არანაკლებ მოტივირებულ ელჩებს გამოუშვებენ
არიან ადამიანები, რომლებიც დიდი სიამოვნებით, ძალიან დიდი მოტივაციით ასრულებენ დავალებას. ბატონი ფიშერი და ბატონი ჰერჩინსკი, სამწუხაროდ, ასეთები არიან, რომლებიც დავალებას ზედმიწევნით, დიდი სიამოვნებით, დიდი მოტივაციით ასრულებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „EURO ანატომია“ გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერსა და ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკიზე საუბრისას.
იგი მიიჩნევს, რომ ჰერჩინსკიც და ფიშერიც ტრაგიკული პიროვნებები არიან და ისინი მოქმედებენ კონკრეტული დავალებებისა და ინსტრუქციების მიხედვით, რომელიც ბრიუსელიდან მოდის.
„ასე მოქმედებს ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში, სამწუხაროდ, საუბარი მაქვს რადიკალურ ოპოზიციაზე და ბატონი ჰერჩინსკისა და ბეტონი ფიშერის გარდა კიდევ რიგ ელჩებზე. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ასრულებენ დავალებას. არიან ადამიანები, რომლებიც დიდი სიამოვნებით, ძალიან დიდი მოტივაციით ასრულებენ ამ დავალებას. ბატონი ფიშერი და ბატონი ჰერჩინსკი, სამწუხაროდ, ასეთები არიან, რომლებიც დავალებას ზედმიწევნით, დიდი სიამოვნებით, დიდი მოტივაციით ასრულებენ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკური იქნება, ეს ელჩები საქართველოში აღარ მუშაობდნენ - ბევრ კითხვას გვისვამენ ჩვენი მხარდამჭერები, თუმცა ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ისინი რომ წაბრძანდნენ თავიანთ ქვეყნებში, მათზე არანაკლებ მოტივირებულ ელჩებს გამოუშვებენ საქართველოში. შესაბამისად, მაგას მნიშვნელობა არ აქვს.
ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მოთმინების რეჟიმში ვიყოთ. რა თქმა უნდა, მათ უსამართლობას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, თუმცა ჩვენ ევროპელ ხალხთან ვინარჩუნებთ მეგობრულ ურთიერთობებს და ბიუროკრატებმა და ელჩებმა ამაზე გავლენა არ უნდა იქონიონ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1777836476
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და პარლამენტის თავმჯდომარე...
1777836368
ახალი ამბებიპროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ექნება წმინდა ეკლესიის და ერის წინაშე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთივმიმადლებული პიროვნული თვისებების წყალობით, უდიდესი ძალისხმევით, სულიერებითა და სიბრძნით შეძლო საქართველოს ეკლესიის აღორძინებ...
1777834438
ახალი ამბებიGWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას კომპანიის სახელით შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს: „გაფრთხილება! გვსურს გაცნობოთ, რომ გაურკვეველი პირები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“...
1777833517
მსოფლიოტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო გეგმა უარყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება განიხილა, მაგრამ უარყო ის, იტყობინება Clash Report-ი ისრაელის მედიაზე დაყრდნობით. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ს...
1777831508
ახალი ამბებიზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრ...































