მაჭავარიანი: ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისთვის ორი საბაბი მოიშველია, „გამჭვირვალობის ქართული კანონი“ და „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი“, მოითხოვეს მათი გაწვევა - რა თქმა უნდა, არც ერთს არ გავიწვევდით
2024 წლის ივნისში ევროკავშირის მხრიდან მოხდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, თვეებით ადრე, ვიდრე ბატონი პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისთვის ორი საბაბი მოიშველია, „გამჭვირვალობის ქართული კანონი“ და „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი“ და მათი გაწვევა მოითხოვა.
„რა თქმა უნდა, არც ერთს არ გავიწვევდით, რადგან ერთი იცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს - დამტკიცდა, USAID-ი და NED-ი როგორ უხეშად ერეოდნენ სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩვენ ამ გავლენებისგან ქვეყანა უნდა გაგვეთავისუფლებინა - ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს, ბაბუცა პატარაიას და მსგავს მდიდარ „ენჯეოებს“ არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი ჩამოაყალიბონ შენს ქვეყანაში. ისინი არიან ინსტრუმენტები ამ გარე ძალების ხელში. ჩვენ არავის ვუკრძალავთ საქმიანობას, მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საქმიანობა არ უნდა ყოფილიყო მათთვის შესაძლებელი, ან მინიმუმ გამჭვირვალე მაინც უნდა გამხდარიყო.
და მეორე იყო ანტილგბტ კანონი, რომელიც კრძალავს ლგბტ მიმართულების პროპაგანდირებას. ეს პროპაგანდა არ უნდა იყოს ქვეყანაში დაშვებული, მით უმეტეს ბაღებსა და სკოლებში მისი გავრცელება. ჩვენთან მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი, ყველა უმცირესობის უფლება არის დაცული, მათ შორის სექსუალური უმცირესობის. ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის, თავის სახლში ვინ რას აკეთებს, უბრალოდ ჩვენ არ გვსურს, რომ ეს იდეოლოგია გავრცელდეს და მით უმეტეს, გავრცელდეს ბავშვებში. ჩვენ ამაზე უარი განვაცხადეთ და ამის საპირწონედ შეგვიჩერეს ევროინტეგრაციის პროცესი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა 2024 წლის 28 ნოემბერს გამართულ პრემიერის ბრიფინგზეც.
„პრემიერის ბრიფინგი ეძღვნებოდა შემდეგ თემას - მიუხედავად იმისა, რომ თავად ჰქონდათ შეჩერებული ინტეგრაციის პროცესი, ისინი წელიწადში ოთხჯერ მაინც შეიკრიბებოდნენ და შეჩერებულ პროცესს შანტაჟისთვის კიდევ გამოიყენებდნენ მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად, რომ მოლაპარაკებებს არ ხსნიდნენ საქართველოსთან. ეს მოხდებოდა წელიწადში ოთხჯერ და ჩვენ ეს შანტაჟის მექანიზმი გამოვაცალეთ, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი უკვე შეჩერებული იყო.
შემდეგ თავისივე შეჩერებულზე დაგვაბრალეს, რომ თურმე ჩვენ შეგვიჩერებია, რათა მოეხდინათ ჩვენი მოქალაქეების მღელვარება, აჟიტირება, ხალხი გამოეყვანათ ქუჩაში. ჩვენ ზუსტი ინფორმაცია გვქონდა, რომ ეს მზადდებოდა დეკემბრის შუა რიცხვებში, უნდა შეკრებილიყვნენ და ეს ყველაფერი გამოეცხადებინათ. მანამდე ამზადებდნენ რადიკალებს და მდიდარ „ენჯეოებს“ იმისთვის, რომ უფრო მწვავე ყოფილიყო აქციები. ამარაგებდნენ პიროტექნიკით, აალებადი ნივთიერებებით, „მოლოტოვის კოქტეილებით“. აბსოლუტური კოორდინაცია იყო და ეს ყველაზე მკაფიოდ დადასტურდა“, - განმარტა ლევან მაჭავარიანმა.
1777836476
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და პარლამენტის თავმჯდომარე...
1777836368
ახალი ამბებიპროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ექნება წმინდა ეკლესიის და ერის წინაშე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთივმიმადლებული პიროვნული თვისებების წყალობით, უდიდესი ძალისხმევით, სულიერებითა და სიბრძნით შეძლო საქართველოს ეკლესიის აღორძინებ...
1777834438
ახალი ამბებიGWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას კომპანიის სახელით შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს: „გაფრთხილება! გვსურს გაცნობოთ, რომ გაურკვეველი პირები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“...
1777833517
მსოფლიოტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო გეგმა უარყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება განიხილა, მაგრამ უარყო ის, იტყობინება Clash Report-ი ისრაელის მედიაზე დაყრდნობით. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ს...
1777831508
ახალი ამბებიზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრ...































