მაია ბითაძე: ჩვენი მიზანია, მუზეუმები არქეოლოგიური ცოდნისა და განათლების ცოცხალ ცენტრებად ვაქციოთ, სადაც ახალი თაობები საკუთარი ისტორიის აღმოჩენას, შესწავლასა და გააზრებას შეძლებენ
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ვანში, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდა. მუზეუმის ფუნქციონირების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მინისტრს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ და ვანის მუზეუმის დირექტორმა, ომარ გაბუნიამ გააცნეს.
„ვანი ანტიკური კოლხური ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია. მისი უნიკალური არქეოლოგიური მემკვიდრეობა გვაძლევს განსაკუთრებულ საფუძველს, ვაქციოთ იგი არქეოლოგიური ცოდნისა და განათლების განვითარების მნიშვნელოვან კერად.
თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს არ გვაქვს ჩამოყალიბებული ერთიანი სისტემა, რომელიც მოქალაქეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს არქეოლოგიური ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული გადამზადების შესაძლებლობას მისცემს. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს არქეოლოგიური აღმოჩენების სრულფასოვან შესწავლას, ანალიზს, დამუშავებას, რესტავრაციასა და კონსერვაციას. ეს არის ის საფუძველი, რომლის გარეშეც შეუძლებელია დარგის განვითარება და ახალი პროფესიონალების მომზადება.
ჩვენ გვჭირდება არა ცალკეული, ერთმანეთისგან მოწყვეტილი ინიციატივები, არამედ ერთიანი სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც გააერთიანებს არქეოლოგიურ კვლევას, თანამედროვე ლაბორატორიულ შესაძლებლობებს, პროფესიულ განათლებას და პრაქტიკულ გადამზადებას. სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვავითაროთ ვანის შესაძლებლობები. გვინდა, ვანი იქცეს სივრცედ, სადაც არა მხოლოდ შევინარჩუნებთ ჩვენი ცივილიზაციის უნიკალურ მემკვიდრეობას, არამედ შევქმნით ახალ ცოდნას, მოვამზადებთ პროფესიონალებს და მომავალ თაობებს საკუთარი ისტორიის სიღრმისეულად შეცნობის შესაძლებლობას მივცემთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მინისტრთან ერთად ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, პარლამენტის წევრები ლომინაძე და გივი ჭიჭინაძე, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კავკასიის რეგიონში ნაქალაქარზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი მუზეუმია. ვანი წარმოადგენს ანტიკური ხანის კოლხური ცივილიზაციისა და ოქრომრავალი კოლხეთის უნიკალურ ცენტრს, სადაც დაცულია მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური აღმოჩენები. მდიდრულ აღმოჩენებთან ერთად, მუზეუმის დამაარსებლის - ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული მეცნიერული კვლევების საფუძველზე, ვანმა არამხოლოდ სახელი გაუთქვა საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, არამედ წაშალა ზღვარი მითსა და რეალობას შორის.
1793869367
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო, ნუნუ დუღაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, ნუნუ დუღაშვილ...
1793868964
ახალი ამბებისაქართველოს ნაკრების შემადგენლობა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული გუნდი მზადებას 9 ნოემბერს დაიწყებს. ეროვნული გუნდი ნოემბრის ფანჯარაში...
1793868400
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როდესაც საუბარია, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში, მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნი...
1793867707
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: შუა დერეფნის კონცეფცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვის, აზიისთვისაც და ამ კონცეფციას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია
„შუა დერეფნის კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის, აზიისთვის და ამ კონცეფციას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვიდრე შეიძლება, ეს ერთი შეხედ...
1793867491
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ჰარცელი, ჰარცელს ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს
„ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....


























