ირაკლი კობახიძე: ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ჰარცელი, ჰარცელს ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს

„ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჰარცელს ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს.

„ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, ეს შემიძლია, კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი. იცით, როგორ დაამთავრა საკუთარი დიპლომატიური კარიერა ბატონმა ჰარცელმა. ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს. იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც, ყველაფერს აკადრებინებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბატონ ჰერჩინსკის და ამიტომ არის ეს პიროვნება ნამდვილად ტრაგიკული. სხვა კომენტარი მასზე არ შეიძლება, გაკეთდეს. ეს ადამიანი პირდაპირ, უხეშად ერეოდა ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, პირდაპირ აკეთებდა მოწოდებებს ხელისუფლების წინააღმდეგ საარჩევნოდ და რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, არაკონსტიტუციური პარტიების სასარგებლოდ და პირდაპირ ახალისებდა ძალადობას ჩვენს ქვეყანაში. ასეთ ადამიანთან დაკავშირებით შეუძლებელია რაიმე სიღრმისეული კომენტარის გაკეთება.

გუშინ ქართველ ხალხს დაესხა თავს ევროკავშირის ელჩი და ამას ვპასუხობ. ის დაესხა თავს ქართველ ხალხს გუშინ, როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას თავს ესხმის, ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა. მათ ასეთი გზა აირჩიეს, ჩვენ ვპასუხობთ. ყოველ ჯერზე ჩვენ ვართ ხოლმე პასუხის რეჟიმში, ჩვენ არასდროს არ ვიწყებთ ხოლმე ჩვენი კრიტიკული განცხადებებით. ისინი რაღაცას ამბობენ, თან ამბობენ სრულიად სამარცხვინოდ, დაუსაბუთებლად და ჩვენ გვიწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793864719

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის მეორე დეკადა დაემთხვა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა

„საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის მეორე დეკადა დაემთხვა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა, კონსტიტუცი...

ირაკლი კობახიძე

1793864668

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კო...

ირაკლი კობახიძე

1793864319

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს ლუის ტურესს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფრანგული კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს (CEO) ლუის ტურესს და კომპანია Abbe Timeo-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე...

დავით სონღულაშვილი

1793863168

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულ...

საგამოძიებო სამსახური

1793862838

მსოფლიო

გერმანიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნილება ერთ წელიწადში 80%-ით გაიზარდა

გერმანიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნილება საკმაოდ მაღალია და ის ზრდას განაგრძობს. ავტოტრანსპორტის ფედერალური უწყების ცნობით, 254 500 ახალი მსუბუქი ავტომობილიდან, რომლებიც 2026 წლის ოქტომბერში იყო დარეგ...

 ელექტრომობილებზე მოთხოვნილება