შალვა პაპუაშვილი: წლებია ცდილობენ ქართული მართლმსაჯულების გაშავებას და ყოველ ჯერზე ცხვირი წაიტეხეს, ბატონი ჰერჩინსკი პირადად აშავებდა ქართულ მართლმსაჯულებას, როდესაც დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან

„თუკი მართლმსაჯულების სისტემა ასე გამართულად მუშაობს, გადაწყვეტილებები ასე სამართლიანია, რომ ვერცერთ პოლიტიზებულ საკითხზე ვერ დაამტკიცეს თავისი პრეტენზიები ბრიუსელმა და მისმა დაქირავებულმა ჯგუფებმა, ეს ნიშნავს, რომ დიახ, ეს არის კარგი მართლმსაჯულების სისტემა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისი თქმით, წლებია დიდი რესურსი იხარჯება სასამართლო სისტემის გასაშავებლად, თუმცა ყოველ ჯერზე „ცხვირი წაიტეხეს“.

„ჩვენი არჩევანია ის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ყველანაირ ტესტს უძლებს და შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სისტემას, ამ შემადგენლობით, ცილს სწამებდნენ ბრიუსელიდან „რუსთავი 2“-ის, გვარამიას, მელიას, სააკაშვილის საქმეზე. ჩვენი არჩევანია, რომ შევქმენით ის სამართლებრივი ჩარჩო და ის პრაქტიკული ჩარჩო, სადაც ჩვენი მართლმსაჯულება ყველა ამ ტესტს უძლებს. ყოველ ჯერზე მტყუანია ხოლმე ბრიუსელი და ელჩები, რომლებიც თავს ესხმიან სასამართლოს. აქედან დასკვნა: თუკი მართლმსაჯულების სისტემა ასე გამართულად მუშაობს, გადაწყვეტილებები ასე სამართლიანია, რომ ვერცერთხელ, ვერცერთ პოლიტიზებულ საკითხზე, რომელიც წლების განმავლობაში იყოს სასამართლოს მიზეზი, ვერ დაამტკიცეს თავისი პრეტენზიები ბრიუსელმა და მისმა დაქირავებულმა ჯგუფებმა, ეს ნიშნავს, რომ დიახ, ეს არის კარგი მართლმსაჯულების სისტემა.

„ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს გააკეთა, რომ ერთმანეთისგან გამიჯნა სისტემა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და სადაც დასადგომი იყო ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, იქ დადგა. ხედავთ ქვეყანას რა ფასი უჯდება ეს, რომ დღეს ბრიუსელი თავს ესხმის საქართველოს დიქტატორების პასუხისგებაში მიცემის გამო. სადაც არ დადგა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, იქ არ იყო ინდივიდუალური ბრალი. ხედავთ რა ენერგია და რესურსი იხარჯება - წლებია უკვე ელჩები, სხვა ქვეყნების პრეზიდენტები, ფული, ყველაფერი ჩართულია ქართული მართლმსაჯულების გასაშავებლად, ბატონი ჰერჩინსკი პირადად არის ჩართული ამ პროცესში და ყოველ ჯერზე ცხვირი წაიტეხეს. ის პირადად აშავებდა ქართულ მართლმსაჯულებას, როდესაც დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და ეუბნებოდა, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მკურნალობააო, რამდენიმე კვირაში კი სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი წესრიგშიაო. ბოდიში მოიხადა?!“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793868400

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როდესაც საუბარია, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას

„როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში, მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნი...

ირაკლი კობახიძე

1793867707

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: შუა დერეფნის კონცეფცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვის, აზიისთვისაც და ამ კონცეფციას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია

„შუა დერეფნის კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის, აზიისთვის და ამ კონცეფციას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვიდრე შეიძლება, ეს ერთი შეხედ...

იონათამიშვილი

1793867491

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ჰარცელი, ჰარცელს ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს

„ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

ირაკლი კობახიძე

1793866700

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ევროკომისიის ანგარიში იმ კრიზისს აჩვენებს, რაც ევროპულ სტრუქტურებში არსებობს და რაც გამოწვეულია ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტით

„სამწუხაროდ, ევროკომისიის ანგარიში დაწერილია არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ დოკუმენტი იმ კრიზისს აჩვენებს, რაც დღეს, ევროპულ სტრუქტურებში არსებობს და რაც გამოწვეულია ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდ...

რატი იონათამიშვილი

1793866653

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ევროკავშირი ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, რასაც აკეთებენ, ეს არის არასწორი მიდგომა და ორმაგი სტანდარტი

„ევროკავშირი, როგორც ვხედავთ, ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს და რიტორიკას არ ცვლის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს...

ირაკლი ჭეიშვილი: