პაპუაშვილი: არაერთხელ ყოფილა ისეთი საკითხები განსახილველი, სადაც სამართლის, პოლიტიკის, სახელმწიფო ინტერესების გადაჯაჭვა ხდება, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველთვის დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც ასეთ დროს იკვეთება

„საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა ისეთი საკითხები განსახილველი, სადაც სამართლის, პოლიტიკის, სახელმწიფო ინტერესების გადაჯაჭვა ხდება“, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველთვის დაადგინოს ის კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც ასეთ დროს იკვეთება.

„სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ეს ინსტიტუცია ჩამოყალიბდა როგორც კონსტიტუციური წესრიგის მთავარი დამცველი, კონსტიტუციის მთავარი განმმარტებელი და იმის უზრუნველმყოფი, რომ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუცია იყოს კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში. ამ ორგანოს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა ისეთი საკითხები განსახილველი, სადაც სამართლის, პოლიტიკის, სახელმწიფო ინტერესების გადაჯაჭვა ხდება. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველთვის დაადგინოს ის კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც ასეთ დროს იკვეთება.

კიდევ ერთხელ ვულოცავ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს ამ იუბილეს. ორგანო, რომელმაც დღეს უკვე თავი დაიმკვიდრა როგორც ჩვენი კონსტიტუციის მცველმა, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე წარმატებულად გაართმევს თავს ამ ამოცანას“, - აღნიშნა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793867707

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: შუა დერეფნის კონცეფცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვის, აზიისთვისაც და ამ კონცეფციას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია

„შუა დერეფნის კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის, აზიისთვის და ამ კონცეფციას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვიდრე შეიძლება, ეს ერთი შეხედ...

იონათამიშვილი

1793867491

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ჰარცელი, ჰარცელს ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს

„ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

ირაკლი კობახიძე

1793866700

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ევროკომისიის ანგარიში იმ კრიზისს აჩვენებს, რაც ევროპულ სტრუქტურებში არსებობს და რაც გამოწვეულია ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტით

„სამწუხაროდ, ევროკომისიის ანგარიში დაწერილია არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ დოკუმენტი იმ კრიზისს აჩვენებს, რაც დღეს, ევროპულ სტრუქტურებში არსებობს და რაც გამოწვეულია ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდ...

რატი იონათამიშვილი

1793866653

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ევროკავშირი ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, რასაც აკეთებენ, ეს არის არასწორი მიდგომა და ორმაგი სტანდარტი

„ევროკავშირი, როგორც ვხედავთ, ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს და რიტორიკას არ ცვლის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს...

ირაკლი ჭეიშვილი:

1793866617

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ინსტიტუციური გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სტაბილურობასა და პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში შენარჩუნებას

„ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი ხაზი სწორედ ძლიერ ინსტიტუტებზე გადის. საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ინსტიტუციური გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სტაბილ...

მიხეილ ყაველაშვილი