ირაკლი კობახიძე: როდესაც საუბარია, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში, მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას და ამიტომ გამოდის ასეთი წინადადებებით, რაც უბრალოდ, სამარცხვინოა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ევროპული ბიუროკრატია საუბრობს ე.,წ. თვითნებურად დაკავებულ პირებზე, ისინი ითხოვენ იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ, ასევე დამხობის აქციას აანონსებდნენ და აორგანიზებდნენ.
„ვხედავთ, სადამდეა დასული ევროპული ბიუროკრატია. როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში, მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რასაც ვამბობდით მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას და ამიტომ გამოდის ასეთი წინადადებებით, რაც უბრალოდ, სამარცხვინოა. როდესაც ისინი საუბრობენ ე.,წ. თვითნებურად დაკავებულ პირებზე, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ და სხვა ტიპის ძალადობრივ აქტებში მონაწილეობდნენ, რომლებიც დამხობის აქციას აანონსებდნენ და აორგანიზებდნენ, ან პოლიციელს ხელს ურტყამდნენ. კეთილი ინებონ და გვარებით ჩამოჰყვნენ ამ ყველაფერს, მოგვაწოდონ სია, ვის გულისხმობენ. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ამ სიის მოწოდება, თუმცა, ვერ მოგვაწოდეს, იმიტომ რომ მერე რა გაირკვეოდა - უნდა მოეწოდებინათ ისეთი ადამიანების სია, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, მძიმე ძალადობრივ აქტებში იყვნენ ჩართულები, დამხობას აანონსებდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. ზუსტად ამიტომ, ვერავითარ სიას ვერ გვაწვდიან. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის ძალიან მძიმე სახეს, როგორც არის ის დღეს წარმოდგენილი“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპული ბიუროკრატია ითხოვს მოძალადეების გათავისუფლებას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ ძალადობის უკან თვითონ იდგა.
„ამ ყველაფერს არანაირი დასაბუთება არ შეიძლება ჰქონდეს არც ე.წ. ვეთინგს, რაც პირდაპირ გულისხმობს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, არც პატიმრების გათავისუფლებას. როგორ შეიძლება, მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვდეს ევროპული ბიუროკრატია. ეს ხომ თავისთავად მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ ძალადობის უკან თვითონ ევროპული ბიუროკრატია იდგა, რომელიც აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. კონკრეტულად ევროპის დემოკრატიის ფონდი, EED აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. EED პირდაპირ ფინანსდება ევროკავშირიდან“, - აღნიშნა პრემიერმა.
1793866113
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: კონსტიტუცია ცოცხალი ხდება მაშინ, როდესაც მოქალაქე მასში საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების გარანტიას ხედავს, ხოლო ხელისუფლება მის მიერ დადგენილ საზღვრებს აღიარებს
„გილოცავთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების 30 წლის იუბილეს. სულ რაღაც სამი ათეული წელი გვაშორებს იმ დროს, როდესაც სამოქალაქო დაპირისპირებით, ომებითა და განადგურებული ეკონომიკით ძალაგამო...
1793865799
ახალი ამბებიმაგდა მამუკაშვილი: რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას ნებისმიერ ქვეყანაში - „მოლოტოვის კოქტეილს“ კი არა, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას ვუჭერ მხარს
ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ ემხრობა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას ნებისმიერ ქვეყანაში. აქვე, ამბობს, რომ დაწერილი კანონების გარდა დაუწერე...
1793864719
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის მეორე დეკადა დაემთხვა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა
„საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის მეორე დეკადა დაემთხვა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა, კონსტიტუცი...
1793864668
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კო...
1793864319
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს ლუის ტურესს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფრანგული კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს (CEO) ლუის ტურესს და კომპანია Abbe Timeo-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე...





























