პრემიერი: ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, საფრანგეთთან და ალბანეთთან დაკავშირებით მოახერხეს, ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ, თუმცა იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში
„საქართველოში მათ ჰქონდათ გამოხატული მიზანი, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ხელისუფლების ჩანაცვლება სისხლიანი პოლიტიკური პარტიებით, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიებით, სცადეს არჩევნებზე, სცადეს ქუჩაში, არც ერთი გამოუვიდათ, არც მეორე. არასწორია ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროპაში მიმდინარე გამოსვლებსა და ევროკავშირის მიერ დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის დაგმობას ეხებოდა.
„არა მარტო საფრანგეთში, ალბანეთშიც მსგავსი პროცესები წარიმართებოდა და ალბანეთთან დაკავშირებითაც კი, არა მარტო საფრანგეთთან დაკავშირებით, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იყო ანალოგიური, ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები. იქ მოახერხეს ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ და ხელისუფლებისთვის გამოეცხადებინათ მხარდაჭერა სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ანალოგიურად, გახსოვთ, რომ ჩვენს მეგობარ, მეზობელ ქვეყანაში სომხეთშიც იყო მსგავსი პროცესები დაახლოებით ერთი წლის წინ და იქაც საკმაოდ სწორი განცხადებები გააკეთა მაშინ ევროპულმა ბიუროკრატიამ, თუმცა იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში. საქართველოში მათ ჰქონდათ გამოხატული მიზანი, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ხელისუფლების ჩანაცვლება სისხლიანი პოლიტიკური პარტიებით, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიებით, სცადეს არჩევნებზე, სცადეს ქუჩაში, არც ერთი გამოუვიდათ, არც მეორე. არასწორია ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
1793866700
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ევროკომისიის ანგარიში იმ კრიზისს აჩვენებს, რაც ევროპულ სტრუქტურებში არსებობს და რაც გამოწვეულია ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტით
„სამწუხაროდ, ევროკომისიის ანგარიში დაწერილია არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ დოკუმენტი იმ კრიზისს აჩვენებს, რაც დღეს, ევროპულ სტრუქტურებში არსებობს და რაც გამოწვეულია ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდ...
1793866653
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ევროკავშირი ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, რასაც აკეთებენ, ეს არის არასწორი მიდგომა და ორმაგი სტანდარტი
„ევროკავშირი, როგორც ვხედავთ, ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს და რიტორიკას არ ცვლის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს...
1793866617
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ინსტიტუციური გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სტაბილურობასა და პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში შენარჩუნებას
„ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი ხაზი სწორედ ძლიერ ინსტიტუტებზე გადის. საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ინსტიტუციური გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სტაბილ...
1793866571
ახალი ამბებიპრემიერი: გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის სიმტკიცისა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი
„გასული წლების განმავლობაში, ვიხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეში ჩარევისა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის არაერთი მცდელობა - ამ მცდელობების უკან დგას იგივე პოლიტიკური ძალა, რომელმაც...
1793866113
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: კონსტიტუცია ცოცხალი ხდება მაშინ, როდესაც მოქალაქე მასში საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების გარანტიას ხედავს, ხოლო ხელისუფლება მის მიერ დადგენილ საზღვრებს აღიარებს
„გილოცავთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების 30 წლის იუბილეს. სულ რაღაც სამი ათეული წელი გვაშორებს იმ დროს, როდესაც სამოქალაქო დაპირისპირებით, ომებითა და განადგურებული ეკონომიკით ძალაგამო...



























