შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყირგიზეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარლენ მამატალიევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მზარდ თანამშრომლობას. აღინიშნა უკანასკნელ წლებში განხორციელებული მაღალი დონის შეხვედრები და ვიზიტები.

შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა საპარლამენტო თანმშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა. ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. ასევე, საუბარი შეეხო თანამშრომლობას ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის მიმართულებებით.

ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა გამოხატეს ამ დერეფნის შემდგომ განვითარებაზე მუშაობის მზაობა.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ყირგიზეთის რესპუბლიკის ურქუნის მემორიალი გვირგვინით შეამკო, რომელიც 1916 წელს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ყირგიზი ხალხის მასობრივ ეროვნულ-განმათავისუფლებელ აჯანყებას ეძღვნება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში არიან: ილია ინჯია - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო - ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; დავით შერაზადიშვილი - სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ჭყონია - პარლამენტის წევრი და საქართველო - ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793693274

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სულხან თ...

სულხან თამაზაშვილი

1793692831

ახალი ამბები

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა. „თქ...

რეჯეფ თაიფ ერდოღან

1793692785

მსოფლიო

ნეპალში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

ნეპალში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. გამოცემა The Kathmandu Post-ის ინფორმაციით, დაღუპული უცხოელია. მისი ვინაობა ამ ეტაპზე...

ორი ვერტმფრენი შეეჯახა

1793691493

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ყირგიზეთში ვიზიტზე: ვფიქრობთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარლამენტის თავმჯდომარის ამ ისტორიული ვიზიტის შემდგომ

„ვფიქრობთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარლამენტის თავმჯდომარის ამ ისტორიული ვიზიტის შემდგომ“, - განუცხადა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წ...

 დავით მათიკაშვილი

1793691044

ახალი ამბები

ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TVპირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ითხოვს „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ უარყონ დეზინფორმაცია და სამართლებრივი გზით აგონ პასუხი გავრცელებულ ბრალდებებზე, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ ა...

ბერა ივანიშვილის უფლებადამცველ