რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა.
„თქვენო აღმატებულებავ, სამხრეთ კორეისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას, მსურს პირადად ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით გადმოგცეთ ყველაზე გულწრფელი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები თქვენს აღმატებულებასა და ქვეყანას. ვიყენებ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მტკიცე რწმენა იმისა, რომ ჩვენს ორ ერს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, განმტკიცდება და განვითარდება. თქვენს აღმატებულებას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, ხოლო მეგობრულ ქართველ ერს - ხანგრძლივ მშვიდობას, პროგრესსა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია პრეზიდენტ ერდოღანის გზავნილში.
საქართველოს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს, როგორც მეზობელ ქვეყნებს, მრავალწლიანი ურთიერთობები და საერთო პასუხისმგებლობა აკავშირებთ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე.
1793693543
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლებ...
1793693274
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სულხან თ...
1793692785
მსოფლიონეპალში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი
ნეპალში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. გამოცემა The Kathmandu Post-ის ინფორმაციით, დაღუპული უცხოელია. მისი ვინაობა ამ ეტაპზე...
1793692208
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყირგიზეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარლენ მამატალიევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს...
1793691493
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ყირგიზეთში ვიზიტზე: ვფიქრობთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარლამენტის თავმჯდომარის ამ ისტორიული ვიზიტის შემდგომ
„ვფიქრობთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარლამენტის თავმჯდომარის ამ ისტორიული ვიზიტის შემდგომ“, - განუცხადა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წ...































