მაია ბითაძე: სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო

სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ბითაძემ პრემიერ-მინისტრს და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ნდობაა. კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობის იმ ხარისხს, რომელიც მე მაკისრია როგორც გუნდის, ასევე თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ქმნის ქართულ კულტურას. კულტურა, ეს არა მხოლოდ შემოქმედება და კულტურული მემკვიდრეობაა, არამედ, ეს ჩვენი ერის თვითმყოფადობის, იდენტობის ნაწილია და სწორედ ის ენაა, რითაც ჩვენ უნდა ვესაუბროთ მთელს მსოფლიოს.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთელ გუნდს, ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც წლებია ვემსახურები ჩვენს ქვეყანას. კარგად მესმის, თუ რა დიდი გზა გვაქვს გასავლელი. იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება ჩვენი საქმიანობა, ღირსეულად გავართმევ თავს იმ ნდობას და პასუხისმგებლობას, რომელიც გუნდმა დამაკისრა.

სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, რომ მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას და ასევე არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, იმედი მაქვს, გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც პრემიერმა და გუნდმა გამომიცხადა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789455968

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განათლების სისტემა ადამიანის შესაძლებლობებთან ერთად ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს

ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, ფუნდამენტური განათლება, საკუთარი პოტენციალით საქართველოში რეალიზდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყნის წინსვლას მოახმარ...

მიხეილ ყაველაშვილი

1789455846

ახალი ამბები

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაცია გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაია ბითაძე ამ დრომდე პარლა...

მაია ბითაძე

1789455171

საზოგადოება

გივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოჯახთან და პირველკლასელ შვილთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო ს...

გივი მიქანაძე

1789454430

ახალი ამბები

პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწ...

დაკავება დაკავება

1789453550

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: რამდენიმე წელიწადში, სკოლაში ერთიანად დამკვიდრდება სასკოლო ფორმის კულტურა

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიულოცა. გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ამოქმ...

გივი მიქანაძე