გივი მიქანაძე: რამდენიმე წელიწადში, სკოლაში ერთიანად დამკვიდრდება სასკოლო ფორმის კულტურა

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიულოცა.

გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ფორმების კულტურა, რომელიც რამდენიმე წელში ყველა კლასში დამკვიდრდება.

„ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრულიად საქართველოს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს, სრულიად სასკოლო საზოგადოებას. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ყველა პირველკლასელს, რომლებიც პირველად შეაღებენ სკოლის კარს და მიუსხდებიან მერხებს. ვუსურვებ წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს.

წელს, 2085 საჯარო სკოლიდან 2070-ში ვიწყებთ დასწრებით სასწავლო პროცესს. 11 სკოლა გვაქვს გადასული ონლაინ რეჟიმში. 4 სკოლა, რომელშიც მთავრდება სრული რეაბილიტაცია, ან ახალ აშენებულია, 16 -18 სექტემბერს დაიწყებს სასწავლო პროცესს.

პირველ, მეშვიდე და მეათეკლასელებს დახვდებათ სრულიად ახალი სახელმძღვანელოები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, გეოგრაფიაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მიმართულებებში, ფიზიკასა და ქიმიაში.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ახალი სასწავლო წლიდან, წელს შემოგვაქვს ფორმის კულტურა საჯარო სკოლებში. 15 სექტემბერს პირველკლასელები უკვე სასკოლო ფორმით აღჭურვილნი მიეშურებიან სკოლებში. უახლოესი ორი თვის განმავლობაში, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კლასელებსაც უზრუნველვყოფთ სასკოლო ფორმებით და ეს ეტაპობრივად, ყოველწლიურად გაიზრდება თითო კლასით. რამდენიმე წელიწადში, სკოლაში ერთიანად დამკვიდრდება სასკოლო ფორმის კულტურა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789451399

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ახალი ინიციატივის შესახებ წერს. „81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადას...

შალვა პაპუაშვილი

1789450264

საზოგადოება

გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა დ...

გივი მიქანაძე

1789449390

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, ჩვენი მიზანია, ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან, პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით

ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქსენოფობია...

ირაკლი კობახიძე

1789417872

ახალი ამბები

პრემიერი: ბანერით რომ დაადგები თავზე პლაჟზე, დისკომფორტს რომ უქმნი ტურისტს, მიზანი რა გაქვს, თუ არა ის, რომ ნაკლები ტურისტი შემოვიდეს საქართველოში?! ამით იცავ ტერიტორიულ მთლიანობას? მიშა მშვილდაძე რუსებზე აქირავებს ბინას, ეს არის ორმაგი სტანდარტი

ბანერით რომ დაადგები თავზე პლაჟზე, დისკომფორტს რომ უქმნი ტურისტს, მიზანი რა გაქვს, თუ არა ის, რომ ნაკლები ტურისტი შემოვიდეს საქართველოში?! ბათუმში, პლაჟზე რომ რუს ქალს გაუშლი ბანერს, მაგით იცავ ტერიტო...

ირაკლი კობახიძე

1789416896

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება, ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება

ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს...

შალვა პაპუაშვილი