ირმა ინაშვილი ახობაძეზე: მას და მისნაირებს მორალი არ აქვთ, ეს სულ სხვა ჯიშია, თავისივე მხარდამჭერებმა არაერთი პოსტი მიუძღვნეს, რომ დებატებისთვის მზად არ იყვნენ და წააგეს, ამას მოჰყვა შემდეგ ბატონი ახობაძის გაბრაზებული კომენტარები

„თავისივე მხარდამჭერებმა არაერთი პოსტი მიუძღვნეს, რომ დებატებისთვის მზად არ იყვნენ და წააგეს. ამას მოჰყვა შემდეგ ბატონი ახობაძის გაბრაზებული კომენტარები“, - განუცხადა „იმედინიუსს“ ირმა ინაშვილმა.

კერძოდ, ოპოზიციონერმა აქტივისტებმა გიორგი ახობაძემ და თორნიკე რაზმაძემ ირმა ინაშვილი საკუთარ გადაცემაში მიიწვიეს, რამაც აქტივისტების ნაწილის, მათ შორის ნატა ფერაძის უკმაყოფილება გამოიწვია. ფერაძის კითხვაზე, „ნებით იწვევთ ეთერებში და პოდკასტებში და იქ ცუმბუშებად რომ გამოჰყავხართ თქვენს მოედანზევე, თან თუ ფულს გიხდით ვინმე ამ ჯოჯოხეთის მაშხალას პოპულარიზაციაში?!“ - გიორგი ახობაძემ ინაშვილი შეურაცხმყოფლად მოიხსენია და დაწერა, რომ მისი სტუმრად მოწვევით, „კაიფობს და თავის ჭიას მაინც ახარებს“.

როგორც ირმა ინაშვილმა „იმედინიუსთან“ აღნიშნა, როდესაც რესპონდენტს გადაცემაში იწვევ, თუ რაიმე შეკითხვა გაქვს, ეს კითხვები მაშინ უნდა დაუსვა.

„საერთოდ, როდესაც ადამიანს, რესპონდენტს იწვევ გადაცემაში, თუ რაიმე შეკითხვა გაქვს, თუ რაიმე პრეტენზია გაქვს, როდესაც ის შენს ეთერში და შენს გადაცემაშია, ეს კითხვები მაშინ უნდა დაუსვა. როდესაც ეთერიდან მიდის, მერე კი არ უნდა დაწერო კომენტარები. ეს დებატები მათ წააგეს, თავისივე მხარდამჭერებმა ამის შესახებ არაერთი პოსტი მიუძღვნეს, რომ დებატებისთვის მზად არ იყვნენ და წააგეს. ამას მოჰყვა შემდეგ ბატონი ახობაძის გაბრაზებული კომენტარები. მეც ვუპასუხე. არაფერი არ არის ამაში ახლა ან გასაკვირი ან გასაოცარი“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, მორალურად როგორ შეიძლება შეფასდეს ახობაძის კომენტარი, ირმა ინაშვილმა უპასუხა, რომ „მას და მისნაირებს მორალი არ აქვთ“.

„დავუწერე, რასაც ვფიქრობდი. ახობაძეს, მას და მისნაირებს მორალი არ აქვთ. ეს სულ სხვა ჯიშია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789458310

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ​გახარიების პარტია წარმოადგენს იმ კოლექტიურ ძალას, ვისაც ჩვენ აგენტურულ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ, ეს არის ძალა, რომელიც საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ იბრძვის

„გახარიების პარტია წარმოადგენს იმ კოლექტიურ ძალას, ვისაც ჩვენ აგენტურულ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ, იგივე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურია, რომ რახან დანარჩენ პარტიებზე არის შ...

ლევან მაჭავარიანი

1789456897

ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა მაია ბითაძე, მას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს მთავარი კრიტერიუმია

მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაც...

ირაკლი კობახიძე

1789455968

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განათლების სისტემა ადამიანის შესაძლებლობებთან ერთად ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს

ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, ფუნდამენტური განათლება, საკუთარი პოტენციალით საქართველოში რეალიზდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყნის წინსვლას მოახმარ...

მიხეილ ყაველაშვილი

1789455846

ახალი ამბები

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაცია გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაია ბითაძე ამ დრომდე პარლა...

მაია ბითაძე

1789455171

საზოგადოება

გივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოჯახთან და პირველკლასელ შვილთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო ს...

გივი მიქანაძე