მაია ნიკოლეიშვილი მამა-შვილ ჩახუნაშვილებზე: როცა პრეტენზია გაქვს, რომ მოწამლაზე საუბრობ, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევით, ლაბორატორიულად დადასტურების გარეშე, ეს ყველაფერი არის ლაქლაქი და მავნებლობა
ნებისმიერ ეჭვს კლინიკურად ტოქსიკოლოგები ადგენენ და ბატონი თემურ კობიძე გამოვიდა კიდეც, ის არის ამაში სერტიფიცირებული და კომპეტენტური, - განაცხადა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ საუბრისას.
მისი განცხადებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის გარეშე ყველანაირი მოსაზრება არის ფანტაზიები, ვარაუდები და ფასი არ აქვს.
„მე, როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, შეიძლება ეჭვი მივიტანო, რომ აქ ეს არის, მაგრამ მერე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის გარეშე ყველაფერი არის ჩემი ფანტაზიები, ვარაუდები და ფასი არ აქვს. როცა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგად მოვა პასუხი, რომ აქ აღმოჩნდა ეს ნივთიერება, ან ამ ნივთიერების დაშლის საბოლოო პროდუქტი ამ კონცენტრაციით, იქ არის მოწამვლა - დანარჩენი ეს ყველაფერი არის ზღაპარი, ნულია მისი რელევანტურობა და დამაჯერებლობა. ჩვენ რომ ახლა ვიყოთ 90-იანი წლების საქართველოში, როცა ბნელოდა, როდესაც ქრომატოგრაფები ძველი იყო უკვე, როდესაც სასექციოში ფანრით შევდიოდი, დენი არ იყო, ქიმიური ლაბორატორია მუშაობდა, მაგრამ რეაქტივები ძალიან ჭირდა. ჩვენ რომ იმ დროში ვიყოთ და, როგორც ჩანს, ის პედიატრები მამა-შვილი დარჩნენ 90-იან წლებში და მე მახსოვს მძიმე პერიოდი. მაგრამ დღეს ხომ ეს დრო არ არის, ისინი იქ დარჩნენ, როდესაც ასე გამოკითხვების ამარა აგროვებ [მასალას]? ეს არის სიბნელე. 90-იანებში და 9 აპრილის დროს, კი ბატონო, მეტი საშუალება არ იყო. მაშინ ძალიან არეული იყო ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, ეს ხალხი იმ კრიტერიუმებით აზროვნებს, იმაზე წინ ვერ წავიდნენ, არადა მედიცინა სულ წინ მიდის და მით უმეტეს, როცა პრეტენზია გაქვს, მოწამლაზე საუბრობ და იცი, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა ლაბორატორიით უნდა დადასტურდეს, ამის გარეშე ეს ყველაფერი არის ლაქლაქი და მავნებლობა, მეტი არაფერი“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
1764940693
ახალი ამბებისუსი: 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 5 პირი, ხოლო ჯამში პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი
სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს სამსახურის თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის...
1764940346
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1764939546
ახალი ამბებილევან მახაშვილი - კარგია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში წნეხს ვერ ვხედავთ და იმედია, არა ზეწოლით, არამედ პირიქით, მაქსიმალურად თანამშრომლობით გაგრძელდება ორმხრივი ურთიერთობები
აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ლორენს ვილკერსონის ინტერვიუს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ვილკერსონის განცხადებასთან დაკავშირები...
1764939360
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მარკო ჯურიჩს შეხვდა
ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბ კოლეგასთან მარკო ჯურიჩთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინის...
1764938688
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და...



























