მაკა ბოჭორიშვილი: აშშ ყველასთან დამოკიდებულებაში საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს
აშშ ყველასთან დამოკიდებულებაში საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ს უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე საუბრისას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კონტექსტში ევროპის ინტერესებზეც ისაუბრა.
„ჩვენ როგორც ევროპის გულშემატკივრები და მე პირადად, როგორც ადამიანი, რომელსაც ნამდვილად სურს საქართველო იყოს ძლიერი ევროპის ნაწილი, რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევხედოთ თუ როგორ ყალიბდება ევროპის ინტერესები და ამ ინტერესების შესაბამისად ევროპული პოლიტიკა. სწორედ ამაშია საქმე, დღეს რაც კრიტიკას იმსახურებს ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, სად არის რეალური ევროპული ინტერესები და სად არის ის ელიტა, რომელიც ემსახურება რეალურ ევროპულ ინტერესებს? ვინ არის პასუხისმგებელი ეკონომიკური განვითარების შენელებულ ტემპზე, ან გლობალური მასშტაბით ევროპის დაკარგულ ადგილზე? დღეს ვხედავთ, რომ ხდება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, სადაც ევროკავშირის როლი მინიმუმამდეა გადაყვანილი და მაქსიმალურად ცდილობენ ევროკავშირი მაგიდასთან არ იყოს, ისევ და ისევ წავედით „გათითოკაცებული“ ქვეყნების პოლიტიკამდე, უბრუნდებიან ეროვნულ პოლიტიკას, რაც მოახდენს გავლენას ევროკავშირზე დღეს თუ არა ხვალ. ევროპა დიდი ხანია ცდილობს კოორდინაცია მოახდინოს და ერთიანი საგარეო პოლიტიკა გახადოს მართლაც ერთიანი, რაც რთული ამოცანაა ევროპისთვის ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებითაც, რაც ერთგვარად შეძლეს და მოხდა ამის დემონსტრირება უკრაინასთან მიმართებაში, თუმცა ეს ერთსულოვნება რამდენად ბუნებრივია და რამდენად საფუძვლიანია ეს მეორე საკითხია. საბოლოო ჯამში ეროვნული ინტერესები აუცილებლად წამოვა წინ, როცა საქმე გვექნება ერთიანი ევროპული პოლიტიკის ჩამოყალიბებასთან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1765393944
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ არ შეიძლება ვინმეზე, ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი ეროვნული ინტერესების
„ჩვენ არ შეიძლება ვინმეზე, ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენ...
1765391623
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ვინმეზე დამოკიდებულების პოლიტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს
აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით, სასაცილო მდგომარეობაშია. კითხვას დასვამს ნებისმიერი ნეიტრალური მოქალაქე, ან ექსპერტი, რომ ახლა ეს ადამიანები სად დგანან? ამერიკის გ...
1765389812
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე: ჩვენთვის ევროპა დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია არ არის, ევროპა განსხვავებულია, ევროპა სხვა ღირებულებაა და სწორედ ამის დაკარგვის საშიშროებაზე საუბრობს ამ დოკუმენტში აშშ
ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსული საკითხია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელმაც სხვადასხვა მიმართულებით აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები წარმოადგინა და ჩვენთვის მნიშ...
1765388732
ახალი ამბებიკონსტანტინე გამსახურდია: ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება მცდელობა, საქართველოს თანამედროვე ისტორია „ზედაპირული შკალით“ შეფასდეს - თითქოს ყველა ხელისუფლება „ერთნაირად“ ცუდი და მიუღებელი იყო
ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება მცდელობა, საქართველოს თანამედროვე ისტორია „ზედაპირული შკალით“ შეფასდეს — თითქოს ყველა ხელისუფლება „ერთნაირად“ ცუდი და მიუღებელი იყო, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პა...
1765386195
ახალი ამბებიპაატა სალია: საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ურთიერთმიმართების საკითხებს, აგრეთვე ამ სფეროში ს...































