ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2026 წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 11 300 დოლარს გადააჭარბებს
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარადგინა. ძირითად პარამეტრებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის შენარჩუნებულია თავდაპირველი პროგნოზები.
მისი თქმით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მისი პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს. საშუალო ინფლაციის პროგნოზი 2026 წელს 3,3%-ია, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%).
ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 114 მილიარდ 121 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 11 300 დოლარს აჭარბებს. 2029 წლისთვის პროგნოზირებულია, რომ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 145 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშების შემთხვევაში 14 500 აშშ დოლარს გადააჭარბებს.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 27 მილიარდ 40 მილიონი ლარის ოდენობით, რაც პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 240 მილიონი ლარით. ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5 პროცენტს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი - 33,5 პროცენტის ფარგლებშია. 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 36 მილიარდ 285 ლარს.
„ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ ბიუჯეტი, სწორი ფისკალური პოლიტიკის შედეგად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, რაც გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისათვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა კომიტეტს, განსაკუთრებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს - ბიუჯეტის ფორმირების პროცესში აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
1765366791
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ანტონიუ კოშტასა და კაია კალასის განცხადებებზე: არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში
არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლ...
1765366501
საზოგადოებაპრემიერი: სპეკულანტობის პრაქტიკა მთლიანად უნდა აღმოიფხვრას ენერგეტიკის სექტორში, ჩვენი გენერაცია 3 200 მგვტ იყო 2012 წელს, გაიზარდა, დაახლოებით, 4 700 მგვტ-მდე და ჩვენი სურვილია, 8 000 მგვტ-მდე ავიდეთ 4-წლიან პერსპექტივაში
სპეკულანტობის პრაქტიკა მთლიანად უნდა აღმოიფხვრას ენერგეტიკის სექტორში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, დამკვიდრებ...
1765365856
საზოგადოებაპრემიერი: როდესაც ვთქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე, იქიდან ჩაერთო ზღვარგადასული კრიტიკა საქართველოს წინააღმდეგ, არაფორმალური ძალები უზრუნველყოფდნენ ევრო ბიუროკრატიის ჩართვას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საქმიანობაში
„ევროპული ბიუროკრატია გამოიყენებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად. როდესაც ჩვენ ვთქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე, იქიდან ჩაერთო ეს ზღვარგადასული კრიტიკა საქართველოს წინააღმდეგ“, - გ...
1765365783
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ძალიან კარგია, რომ ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დემოკრატიის ლექციები ჩაუტარა ევრობიუროკრატებს, ისევე, როგორც ბატონმა ჯეი დი ვენსმა წლის დასაწყისში
„ძალიან კარგია, რომ ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დემოკრატიის ლექციები ჩაუტარა ევრობიუროკრატებს, ისევე, როგორც ბატონმა ჯეი დი ვენსმა წლის დასაწყისში“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდ...
1765365716
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა, ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს
„ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. პრემიერის თქმი...



























