პაატა სალია: საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ურთიერთმიმართების საკითხებს, აგრეთვე ამ სფეროში სტრასბურგის სასამართლოს დადგენილ სტანდარტებს ეხება:
„წევრი სახელმწიფოების ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო ვალდებულებას და საერთო მიდგომას სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად, ამასთანავე, ხაზს უსვამს ევროპული სასამართლოს, როგორც კონტინენტზე ადამიანის უფლებების გარანტის, ცენტრალურ როლს, მის დამოუკიდებლობას და საზედამხედველო ფუნქციას“, - განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მიგრაციის პოლიტიკის ფორმირებისა და მართვის პროცესში, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების და, მეორე მხრივ, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე.
„მიგრაციის პოლიტიკის, მართლმსაჯულების პოლიტიკის და ადამიანის უფლებების ვალდებულებები არ შეიძლება იყოს ერთმანეთისგან განცალკევებული. ისინი ერთად არსებობენ... მთავარი გამოწვევა უსაფრთხოების საჭიროებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნილების დაბალანსებაა“, – განაცხადა პაატა სალიამ.
მინისტრმა მიგრაციის მართვის ქართულ გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება“.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების იუსტიციის მინისტრები და მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლები.
1765376287
მსოფლიოPolitico: ნატოს, ალიანსიდან აშშ-ის გასვლის შემთხვევაში, გეგმა არ აქვს
ნატოს არ აქვს გეგმები ისეთი საგანგებო სიტუაციისთვის, როგორიცაა შეერთებული შტატების გასვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან. ამის შესახებ Politico წერს. სამხედრო ბლოკის სამი დიპლომატის თქმით, იმის გათვალის...
1765374013
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, თუ რას აპირებდნენ, რას გეგმავდნენ და რისი განხორციელება უნდოდათ 4 ოქტომბრის მონაწილეებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ჩადენილ დანაშაულს ყველა პასუხს აგებს. „პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, თუ რას აპირებდნენ, რას გეგმავდნენ და რისი გან...
1765372197
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6995 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6996 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1765371929
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია BBC-ის ფილმზე: ეს უტიფარი ცილისწამება პასუხის გარეშე არ დარჩება
ჩვენ დასამტკიცებელი არაფერი არ გვაქვს - დამერწმუნეთ, პასუხის გარეშე არ დარჩება ეს უტიფარი ცილისწამება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირც...
1765371899
საზოგადოებაირაკლი კირცხალია „სამთავრობო ქალაქის“ აშენების გეგმაზე: თუ გადაწყდა, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა დააწვეს ბიუჯეტს
„სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე, ქუთაისში პარლამენტის გადატანის შესახებ, კომენტარისგან თავს შევიკავებ. რა დაჯდა და როგორ დაჯდა, ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თა...






























