მაკა ბოჭორიშვილი: ყველა კარგად აცნობიერებს, სად არის საქართველო, თუმცა ისიც მესმის, რომ ყველას არ აქვს შესაძლებლობა, ხმამაღლა დაიცვას ჩვენი პოზიციები
გაცნობიერებისა და გაგების დონეზე ყველა კარგად აცნობიერებს, რა ხდება ჩვენს გარშემო და სად არის საქართველო, თუმცა ისიც მესმის, რომ ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხმამაღლა დაიცვას ჩვენი პოზიციები, ან აღიაროს ჩვენი სიმართლე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, სიმართლის თქმას ბრიუსელთან კონფლიქტი მოჰყვება, კონფლიქტს კი - გარკვეული სასჯელები.
„ბრიუსელთან კონფლიქტს მოჰყვება გარკვეული, ასე ვთქვათ, სასჯელები, იგივე ფინანსური, ფონდებზე წვდომის შეზღუდვა და ასე შემდეგ, საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი. ძალიან რთულია, ვინმეს მოსთხოვო, დაიზიანოს საკუთარი ინტერესები. სიჩუმეს თუ ირჩევენ, ისევ და ისევ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. გაცნობიერებული ძალიან ბევრს აქვს, რომ ეს დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით არ არის სამართლიანი. ის ბერკეტი, რაც გამოიყენეს, უსამართლო იყო. მაგალითად, კანდიდატის სტატუსი გამოიყენეს იმისთვის, რომ წელიწად-ნახევარი ჩვენს ქვეყანაში ეს თემა ყოფილიყო პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი აბსოლუტურად უმიზეზოდ. ვისაც კი ვეკითხებოდით, რა იყო მიზეზი იმისა, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში, ერთადერთი პასუხი, რაც გვესმოდა, იყო ის, რომ ასეთი აღქმები არსებობდა და ეს აღქმები ზუსტად იმ დეზინფორმაციული კამპანიებით იყო შექმნილი, რომელიც ჩვენ გვესმოდა საქართველოსთან მიმართებით 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1765393944
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ არ შეიძლება ვინმეზე, ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი ეროვნული ინტერესების
„ჩვენ არ შეიძლება ვინმეზე, ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენ...
1765391623
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ვინმეზე დამოკიდებულების პოლიტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს
აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით, სასაცილო მდგომარეობაშია. კითხვას დასვამს ნებისმიერი ნეიტრალური მოქალაქე, ან ექსპერტი, რომ ახლა ეს ადამიანები სად დგანან? ამერიკის გ...
1765389812
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე: ჩვენთვის ევროპა დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია არ არის, ევროპა განსხვავებულია, ევროპა სხვა ღირებულებაა და სწორედ ამის დაკარგვის საშიშროებაზე საუბრობს ამ დოკუმენტში აშშ
ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსული საკითხია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელმაც სხვადასხვა მიმართულებით აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები წარმოადგინა და ჩვენთვის მნიშ...
1765388732
ახალი ამბებიკონსტანტინე გამსახურდია: ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება მცდელობა, საქართველოს თანამედროვე ისტორია „ზედაპირული შკალით“ შეფასდეს - თითქოს ყველა ხელისუფლება „ერთნაირად“ ცუდი და მიუღებელი იყო
ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება მცდელობა, საქართველოს თანამედროვე ისტორია „ზედაპირული შკალით“ შეფასდეს — თითქოს ყველა ხელისუფლება „ერთნაირად“ ცუდი და მიუღებელი იყო, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პა...
1765386195
ახალი ამბებიპაატა სალია: საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ურთიერთმიმართების საკითხებს, აგრეთვე ამ სფეროში ს...































