მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჭოუ ციენთან.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრს.
ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობების დინამიკას და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს.
განსაკუთრებით აღინიშნა საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს როგორც ბიზნესწრეების დაახლოებას, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებას.
ხაზი გაესვა, ასევე, პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობას.
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს შანხაიში ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.
საუბარი შეეხო ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს.
ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
1772310719
მსოფლიოისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს და ტრამპს ხამენეის ცხედრის ფოტო აჩვენეს
ებრაული მედიის Channel 12-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აჩვენეს ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ცხედრის სურათი, რომელიც ირანის ხელისუფლ...
1772309195
მსოფლიონეთანიაჰუ ირანის უზენაეს ლიდერზე: არსებობს მრავალი ნიშანი იმისა, რომ ეს ტირანი ჩვენთან აღარ არის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „არსებობს მრავალი ნიშანი“ იმისა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი „ჩვენთან აღარ არის“, თუმცა ცალსახად არ თქვა, რომ ის მოკლეს. მანამდე ირანის საგ...
1772308939
ახალი ამბებიქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის...
1772306703
მსოფლიოირანის პრეზიდენტმა გოგონათა სკოლაზე თავდასხმას „ბარბაროსული აქტი“ უწოდა
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა აშშ-ისა და ისრაელის მიერ სამხრეთ ირანში გოგონების სკოლაზე განხორციელებული სასიკვდილო საჰაერო დარტყმა დაგმო, რამაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა. „ეს ბარბაროსული აქტი...
1772305406
მსოფლიოირანის გვარდია აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ფაქტობრივად“ დაკეტილია
ირანის რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ რეგიონში საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია ნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტე აღარ არის უსაფრთხო და ფაქტობრივად, დაკეტილია მოძრაობისთვის, იუწყება მედია. გვარდიის განცხა...































