მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
2026 წლის 27 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჭოუ ციენთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი.
ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობების დადებით დინამიკას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს.
კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობისთვის მზადყოფნა.
აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების პერსპექტივები. ასევე, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით თანამშრომლობის გაგრძელების მზაობას.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა.
1769530791
ახალი ამბებილევან მახაშვილი მაია სანდუზე: ვერ გეტყვით რატომ აძლევს თავს უფლებას დსთ-ის წევრი ქვეყნის ჩინოვნიკი, რომ სხვა ქვეყნის, საქართველოს საგარეო პოლიტიკა დაიწუნოს, ალბათ დაასრულა საკუთარი ქვეყნის გაუქმება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს, მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციებზე ისაუბრა. მაია სანდუ თავის გამოსვლაში საქართველოსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთმა საქა...
1769530062
ახალი ამბებიგენერალური პროკურორის მოადგილემ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში გამართულ 51-ე სესიაზე, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში გამართულ 51-ე სესიაზე, ადამიანის უფლებებ...
1769529554
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი მაია სანდუს განცხადებაზე: ადამიანისგან, რომელმაც მხარი დაუჭირა რევოლუციური პროცესის განვითარებას 4 ოქტომბერს, სხვა განცხადებას არც უნდა მოველოდეთ
„თავისი ქვეყანა გააუქმა, თქვა, რომ ეს ქვეყანა არ არსებობს და რუმინეთს უნდა შეუერთდეს. რა მოხდება, მნიშვნელობა არ აქვს. როცა საკუთარი ქვეყნის მიმართ მისი დამოკიდებულება ასეთია, რასაკვირველია, არ უნდა მ...
1769527556
ახალი ამბებირატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ გაეროს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა და კომიტეტის წევრმა თორნიკე ფაღავამ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური...
1769526378
ახალი ამბებისაჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებ...































