ლევან მახაშვილი მაია სანდუზე​: ვერ გეტყვით რატომ აძლევს თავს უფლებას დსთ-ის წევრი ქვეყნის ჩინოვნიკი, რომ სხვა ქვეყნის, საქართველოს საგარეო პოლიტიკა დაიწუნოს, ალბათ დაასრულა საკუთარი ქვეყნის გაუქმება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს, მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციებზე ისაუბრა.

მაია სანდუ თავის გამოსვლაში საქართველოსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა.

მმართველი გუნდი მოლდოვის პრეზიდენტს საკუთარ ქვეყანაში არსებულ ვითარებას - მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, კორუფციის მაღალ მაჩვენებელს და გაღატაკებულ მოსახლეობას ახსენებს.

„ქართულ ოცნებაში“ იმ ფაქტებსაც იხსენებენ, თუ როგორ გახდა სანდუ ქვეყნის გარეთ მიღებული ხმებით პრეზიდენტი, გააუქმა ოპოზიციური პარტიები და მედია. დღეს კი მზად არის ქვეყანას დამოუკიდებლობა წაართვას და რუმინეთს მიუერთოს.

„ვერ გეტყვით რატომ აძლევს თავს უფლებას დსთ-ის წევრი ქვეყნის ჩინოვნიკი, რომ სხვა ქვეყნის, საქართველოს საგარეო პოლიტიკა დაიწუნოს. ალბათ დაასრულა საკუთარი ქვეყნის გაუქმება და შეუძლია სხვა საკითხებზეც გააკეთოს კომენტარი. ჩვენ ბევრი გვინახავს საქართველოს საკითხით ჟონგლიორობა სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან. ხშირად იყენებენ საქართველოს საკითხს საკუთარი, შიდა, მათ შორის მარცხის გასამართლებლად და ა.შ. ამიტომ, შეიძლება ამ პროცესის ნაწილიც იყოს. უარესი განცხადებები მოვისმინეთ, პირდაპირ საკუთარი ქვეყნის გაუქმებაზე აპირებს როგორც ჩანს ხელმოწერას თუ ამის საჭიროება დადგება. ეს არ არის ჩვენი თემა. უბრალოდ, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ თავი დაანებონ საქართველოს საკითხით მანიპულირებას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769526378

ახალი ამბები

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებ...

მოძრაობა აღდგა

1769523945

ახალი ამბები

მეგრელიშვილი: მაია სანდუ თავს უფლებას აძლევს, შეაფასოს სხვა ქვეყნები და ცდილობს, ვიწრო წრისთვის პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას ნარატივით - თითქოს „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა საქართველო“ - ეს განცხადება ცარიელ „შინაარსზე“ გადის

„ეს განცხადება არის მისი მორიგი პოლიტიკური კრახი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის გარდა იმისა, რომ საკუთარი ქვეყნისთვის უვარგისი პრეზიდენტია, ასევე მიზერია მისი სიტყვის ფასი“, - წერს „ხალხის ძა...

თამთა მეგრელიშვილი

1769523835

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: მაია სანდუ კარგად გაშიფრული აქტორია, რომელიც არ ტოვებდა არცერთ მომენტს, რომ საქართველო გაეკრიტიკებინა

მაია სანდუ არის ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია უტიფრად განაცხადოს, რომ საკუთარ ქვეყანას გააუქმებდა და მას რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანდა. ყველასთვის კარგად მისახვედრია, რა იდეოლოგიურ ორბიტაზ...

ნინო წილოსანი

1769522734

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: ჩვენი ქართული ეკლესია იდგა, დგას და იდგება იქ, სადაც ქრისტეა და სადაც ქართველი ხალხია. ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევეცადოთ, რომ ეს დამოკიდებულება სიძულვილში მაინც არ გადაგვივიდეს

ხედავთ როგორი გადარეული და გაგიჟებულია მსოფლიო და გვიწევს ძალიან მძიმე მორევების არიდება, - განაცხადა დღეს, ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა. მისივე თქმით, დღევანდელი რთული მდგომარეობიდა...

ააა

1769522403

ახალი ამბები

კასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბუნებრივი ტბის მიმდებარედ ახალი პარკის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბუნებრივი ტბის მიმდებარედ იწყებს ახალი პარკის პროექტირებას. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის...

ახალი პარკის პროექტირება