ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეუღლე - 1983 წელს დაბადებული ე.ა. ბრალდებული თავად შეეცადა დაჭრილი კლინიკაში გადაეყვანა თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ა. გარდაიცვალა. ი.გ. პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1769534103
მსოფლიორომის პაპი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დათმონ კრიტიკული აზროვნების უნარი და ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური ურთიერთობის ჩანაცვლების უფლება არ მისცენ
რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ „ჩატბოტები“ ზედმეტად „მოსიყვარულეები“ არიან და მათ მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ რჩევებს სთავაზობს. „ჰილის“ ცნობით, 2025 წლის მაისში მისი არჩე...
1769530791
ახალი ამბებილევან მახაშვილი მაია სანდუზე: ვერ გეტყვით რატომ აძლევს თავს უფლებას დსთ-ის წევრი ქვეყნის ჩინოვნიკი, რომ სხვა ქვეყნის, საქართველოს საგარეო პოლიტიკა დაიწუნოს, ალბათ დაასრულა საკუთარი ქვეყნის გაუქმება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს, მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციებზე ისაუბრა. მაია სანდუ თავის გამოსვლაში საქართველოსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთმა საქა...
1769530062
ახალი ამბებიგენერალური პროკურორის მოადგილემ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში გამართულ 51-ე სესიაზე, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში გამართულ 51-ე სესიაზე, ადამიანის უფლებებ...
1769529554
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი მაია სანდუს განცხადებაზე: ადამიანისგან, რომელმაც მხარი დაუჭირა რევოლუციური პროცესის განვითარებას 4 ოქტომბერს, სხვა განცხადებას არც უნდა მოველოდეთ
„თავისი ქვეყანა გააუქმა, თქვა, რომ ეს ქვეყანა არ არსებობს და რუმინეთს უნდა შეუერთდეს. რა მოხდება, მნიშვნელობა არ აქვს. როცა საკუთარი ქვეყნის მიმართ მისი დამოკიდებულება ასეთია, რასაკვირველია, არ უნდა მ...
1769527556
ახალი ამბებირატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ გაეროს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა და კომიტეტის წევრმა თორნიკე ფაღავამ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური...































