მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული შეთანხმების ფუნქციონირება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული შეთანხმების ფუნქციონირება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„საქართველოსთვის აშშ-თან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ მოველით გარკვეულ გზავნილებს აშშ-ის მხრიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვაზე და სამართლიან დამოკიდებულებაზე საქართველოსთან მიმართებით.
საქართველომ წლების განმავლობაში არაერთხელ აჩვენა, რომ ამერიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული შეთანხმების ფუნქციონირება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ თუ როგორია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
1747151213
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ „არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, საქართველოში კი აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას
„გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი „არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, „ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილ...
1747150446
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ის დუმილი, რომელიც ამერიკის აშშ-ის მხრიდან მოდის არის გაურკვევლობა, მათ შორის „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ
„ბრძოლაში ეს ვითომ „მეგობარი“, სინამდვილეში მტრული აქტი, არ მივიჩნიეთ იმ წონის მოვლენად, თუ მტკიცებულებად, თუ დოკუმენტად, რომ ამაზე აი ასეთ სერიოზულ საუბარში, დისკუსიაში ჯერ არასაჯაროდ, რაც მიმდინარე...
1747144786
ახალი ამბებისაქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსს 13 დეკემბერს უმასპინძლებს
საქართველოს პირველი არხი და ევროპის მაუწყებელთა კავშირი ოფიციალურად აცხადებენ, რომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება. საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მ...
1747143778
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: თავდახრილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ, ხმამაღლა ვეუბნებით, რომ მართლები ვართ, პირველ რიგში, საკუთარ საზოგადოებასთან და მერე, ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში
[„მეგობარი აქტი“] ფაქტორად ვერ შემოვა იმხელა თემაში, რასაც ჰქვია აშშ-ის ადმინისტრაციის დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლების, ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობი...
1747142729
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ჩვენი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გულწრფელად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს
„ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ნებისმიერი მიმართულებით გაძლიერება ავტომატურად ემსახურება მისი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარისხის განმტკიცებას და გაძლიერებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავ...