ნანა კაკაბაძე ცილისმწამებლურ კამპანიას პასუხობს - 9 მაისს გამარჯვების დღისადმი გამართულ შეკრებაზე წარმოვადგენდი ჩემს თავს და არა ორგანიზაციას

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში მის მიმართ განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიას პასუხობს, რომელიც 9 მაისს გამარჯვების დღისადმი გამართულ შეკრებაზე მის დასწრებას შეეხება.
როგორც მან აღნიშნა, შეკრებაზე ის იყო პირადი მიწვევით და არ წარმოადგენდა „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“.
მისივე თქმით, არასოდეს არ უთქვამს, რომ წინააღმდეგი არის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, უბრალოდ, ეს მისწრაფება მტრულ ძალებს არ უნდა გამოვაყენებინოთ შანტაჟის ინსტრუმენტად.
„ლიბერ პროპაგანდისტებმა წამოიწყეს მორიგი ბინძური ცილისმწამებლური კამპანია, რაც არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს.
საქმე ეხება პირადი მიწვევით ჩემს დასწრებას 9 მაისს გამარჯვების დღისადმი გამართულ შეკრებაზე. ცილისმწამებლებმა ჩათვალეს, რომ კარგი მომენტი იყო "ნეიტრალურ საქართველოს"იდეისა და მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის" დარტყმის მისაყენებლად და დაიწყეს სუსტი (ჩემი აზრით) პოზიციიდან შეტევა. რამდენადაც მე იმ შეკრებაზე წარმოვადგენდი ჩემს თავს და არა ორგანიზაციას, გაგაცნობთ ჩემს პირად პოზიციას:
დიახ, მე მიმაჩნია, რომ 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და ის უნდა აღინიშნებოდეს საქართველოში
დიახ, მე მიმაჩნია, რომ რუსეთთან საჭიროა დიალოგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ასევე სხვა საკითხებზე
დიახ, მე მიმაჩნია, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბარი სატყუარაა, რომელმაც შეიძლება უბედურება მოუტანოს ჩემს ქვეყანას
არასოდეს არ მითქვამს, რომ წინააღმდეგი ვარ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, უბრალოდ, ჩვენი ეს მისწრაფება მტრულ ძალებს არ უნდა გამოვაყენებინოთ შანტაჟის ინსტრუმენტად. დანარჩენი, ვინ ვისთან ერთად მოაწერს ხელს რაიმე დოკუმენტს, ეს მხოლოდ შეფასების საგანია“, - წერს ნანა კაკაბაძე.
1747151213
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ „არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, საქართველოში კი აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას
„გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი „არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, „ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილ...
1747150446
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ის დუმილი, რომელიც ამერიკის აშშ-ის მხრიდან მოდის არის გაურკვევლობა, მათ შორის „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ
„ბრძოლაში ეს ვითომ „მეგობარი“, სინამდვილეში მტრული აქტი, არ მივიჩნიეთ იმ წონის მოვლენად, თუ მტკიცებულებად, თუ დოკუმენტად, რომ ამაზე აი ასეთ სერიოზულ საუბარში, დისკუსიაში ჯერ არასაჯაროდ, რაც მიმდინარე...
1747144786
ახალი ამბებისაქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსს 13 დეკემბერს უმასპინძლებს
საქართველოს პირველი არხი და ევროპის მაუწყებელთა კავშირი ოფიციალურად აცხადებენ, რომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება. საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მ...
1747143778
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: თავდახრილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ, ხმამაღლა ვეუბნებით, რომ მართლები ვართ, პირველ რიგში, საკუთარ საზოგადოებასთან და მერე, ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში
[„მეგობარი აქტი“] ფაქტორად ვერ შემოვა იმხელა თემაში, რასაც ჰქვია აშშ-ის ადმინისტრაციის დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლების, ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობი...
1747142729
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ჩვენი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გულწრფელად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს
„ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ნებისმიერი მიმართულებით გაძლიერება ავტომატურად ემსახურება მისი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარისხის განმტკიცებას და გაძლიერებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავ...