მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.
„დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. ევროპაში ეს არის ერთ-ერთი კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან მაღალი დონის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა სახელმწიფოებიდან და განიხილავენ საერთაშორისო ურთიერთობების, საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ფორუმში მონაწილეობა. კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად“, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, წელს ფორუმის მთავარი თემებია რეგიონული თანამშრომლობა და მულტივექტორული დიპლომატია, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
„წელს ამ ფორუმის განხილვის მთავარი თემაა რეგიონული თანამშრომლობები, მულტივექტორული დიპლომატია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვექნება საუბარი სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს როლზე რეგიონში, ფართო რეგიონში დაკავშირებადობის კონტექსტში, ზოგადად, საერთაშორისო პარტნიორობების და თანამშრომლობების განვითარების კონტექსტში. ასევე კარგი შესაძლებლობაა, გვქონდეს განხილვები კოლეგებთან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან,“ - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე ისაუბრა ეუთოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს აქტიურ კონსულტაციებს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან, ქვეყნის მიერ წარდგენილი თავმჯდომარეობის კანდიდატურის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
„შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივანს. იცით, რომ საქართველოს აქვს წარდგენილი საკუთარი კანდიდატურა მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარის პოსტზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეუთოს ყველა წევრ სახელმწიფოსთან კონსულტაციები და მუშაობა, იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა. ასევე ვაგრძელებთ კონსულტაციებს და მუშაობას ეუთოს სხვა წევრ სახელმწიფოებთან, აქ იმყოფებიან სხვადასხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ კონტექსტშიც მნიშვნელოვანია, ეს პლატფორმა, რომ გამოვიყენოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სამსჯელოდ და სასაუბროდ,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1782498424
მსოფლიოპეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია
ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...
1782496902
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება
2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...
1782495430
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ
„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...
1782494318
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...
1782492649
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს გიორგი გახარიას, ბოლოს გიორგი შარაშიძე მისი პორტრეტითაც გამოვიდა, ფურცელი, რომელიც ააფრიალა, გიორგი გახარიას ფოტოთი, არ ვიცი, რა ვალი აქვთ ამ ადამიანის ასეთი
„ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარია და მისი ბედი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში დღეს მომხ...































