მეუფე შიო: შემოქმედმა ღმერთმა, ნეტარი პავლე მოციქულის მეოხებით, დალოცოს თქვენი შრომა, მშვიდობა და სულიერი სიხარული მოჰფინოს ვერიის ღვთივდაცულ ეპარქიასა და ყოველ თქვენგანს
საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მიმართვას ავრცელებს.
„32-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პავლენის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,
ვერიის, ნაუსისა და კამპანიის მიტროპოლიტო პანტელეიმონ,
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,
ღირსნო მამანო,
სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენელნო,
ბატონებო და ქალბატონებო,
ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით მივესალმები ვერიის, ნაუსისა და კამპანიის სამოციქულო მიტროპოლიის ეგიდით მოწვეულ ტრადიციულ, რიგით 32-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ერთა მომაქცევლის, დიდებულ მოციქულ პავლეს ხსოვნასა და ღვაწლს ეძღვნება.
თქვენო მეუფებავ, მიტროპოლიტო პანტელეიმონ, უპირველეს ყოვლისა, გამოვხატავ ჩემს უღრმეს პატივისცემასა და ძმურ მადლიერებას თქვენ მიმართ. საყოველთაოდ აღიარებული და გამორჩეულია თქვენი ღვაწლი; აგერ უკვე 32 წელია, მამობრივი მზრუნველობითა და დაუცხრომელი საეკლესიო შემართებითა წარმართავთ ამ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და აკადემიურ შეკრებას, სახელწოდებით – „პავლენი“. მთელი მართლმადიდებლური სამყარო გულითადად აფასებს თქვენს დაუღალავ შრომას, რომლის წყალობითაც ისტორიული ქალაქი ვერია, ოდესღაც თავად პავლე მოციქულის ღვთივსულიერი ქადაგების ადგილი, დღეს თანამედროვე საღვთისმეტყველო აზრის, სამეცნიერო დიალოგისა და მართლმადიდებლური ერთობის მძლავრ კერად იქცა.
გმადლობთ გულთბილი მოწვევისა და იმ შესაძლებლობისთვის, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია, ჩვენი წარმომადგენელი მღვდელმთავრის სახით, კვლავაც ამ წმინდა და სულიერი დღეების თანამონაწილეა.
წლევანდელი სამეცნიერო ფორუმის თემა – „პავლე მოციქული და ნათლისღება“ – უაღრესად აქტუალური და ფუნდამენტურია მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისა და სოტერიოლოგიისათვის. საორიენტაციო თეზისების მრავალფეროვნება მოწმობს, რომ დასახული საკითხები თანამედროვე ეპოქაშიც უცვლელად ინარჩუნებს თავის აქტუალობას და სამეცნიერო ძიებათა ამგვარი სისავსე ამომწურავ პასუხებს გასცემს ჩვენი დროის უამრავ სულიერ, ეგზისტენციალურ თუ დოგმატურ შეკითხვას.
განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ აკადემიური სიმპოზიუმის ფარგლებში წარმოჩენილი იქნება ნათლისღების საიდუმლოს როლი მართლმადიდებელთა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქრისტიანული კულტურის ფორმირებაში, მისი სახისმეტყველება და ძველი აღთქმისეული წინასახეები, წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეთა თეოლოგიური და საეკლესიო ტერმინოლოგია, ასევე, ნათლისღების თემატიკის ასახვა საეკლესიო ხელოვნებასა და ხალხურ ტრადიციებში.
სწორედ ნათლისღების წმინდა საიდუმლოა ის ურყევი საძირკველი, საიდანაც იწყება ქრისტიანთა მისტიკური ერთობა ქრისტეში. თავისი საღვთო ბუნებით ნათლისღება ყოველგვარ მიწიერ საზღვრებზე მაღლა დგას; ის თვისებრივად აერთიანებს მართლმადიდებელ ერებს და მათ უნიკალურ, ტრადიციულ მრავალფეროვნებას ქრისტეს ერთიან სხეულში აგვირგვინებს.
მადლიერებას გამოვხატავ კონფერენციის თითოეული მონაწილის მიმართ, რომელთაც თავიანთი მრავალწლიანი შრომა, აკადემიური ცოდნა და სულიერი გამოცდილება წარმოაჩინეს და გააერთიანეს ამ სამეცნიერო ფორუმზე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მოხსენებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საღვთისმეტყველო მეცნიერების განვითარებაში.
ქრისტესმიერი სიყვარულით ვლოცავ და ვუსურვებ 32-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას.
შემოქმედმა ღმერთმა, ნეტარი პავლე მოციქულის მეოხებით, დალოცოს თქვენი შრომა, მშვიდობა და სულიერი სიხარული მოჰფინოს ვერიის ღვთივდაცულ ეპარქიასა და ყოველ თქვენგანს.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულითა და ლოცვით“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.
1782498424
მსოფლიოპეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია
ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...
1782496902
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება
2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...
1782495430
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ
„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...
1782494318
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...
1782492649
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს გიორგი გახარიას, ბოლოს გიორგი შარაშიძე მისი პორტრეტითაც გამოვიდა, ფურცელი, რომელიც ააფრიალა, გიორგი გახარიას ფოტოთი, არ ვიცი, რა ვალი აქვთ ამ ადამიანის ასეთი
„ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარია და მისი ბედი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში დღეს მომხ...































