მაკა ბოჭორიშვილი: ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან და ჩარევებისგან დაიცვას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას უცხოური გავლენებისა და ჩარევებისგან სახელმწიფოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ მიმართულებით მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელიც აძლიერებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც აღნიშნულ სფეროს არეგულირებს.
„ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან და ჩარევებისგან დაიცვას. სწორედ ამას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები, აძლიერებს იმ კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს ამ სფეროს, ჩვენთვის ეს ფაქტობრივად ღია თემაა. მაშინ როდესაც დავიწყეთ საუბარი უცხოური გავლენებისა და ჩარევების შეზღუდვაზე, და იმის უზრუნველყოფაზე, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს, თქვენ ნახეთ, რა რეაქციები მოჰყვა ამ მცდელობებსა და ნაბიჯებს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური, რომ სწორედ კანონმდებლობა და საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება. ამ შემთხვევაში საუბარი ეხება უცხოურ გავლენებს. ეს კიდევ ერთხელ დასტურია, რომ საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას, რასაც ჰქვია უცხოური გავლენები და ჩარევები,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაკა ბოჭორიშვილამა.
1782498424
მსოფლიოპეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია
ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...
1782496902
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება
2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...
1782495430
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ
„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...
1782494318
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...
1782492649
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს გიორგი გახარიას, ბოლოს გიორგი შარაშიძე მისი პორტრეტითაც გამოვიდა, ფურცელი, რომელიც ააფრიალა, გიორგი გახარიას ფოტოთი, არ ვიცი, რა ვალი აქვთ ამ ადამიანის ასეთი
„ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარია და მისი ბედი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში დღეს მომხ...































