პრემიერი: არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, ძირითადად 2 ლოკაციაზე - თბილისსა და ქუთაისში განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა, გარდა ამისა, უნდა გავაფართოოთ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა
არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ფიქრი პრივატიზაციაზე და შესაბამისი რესურსების მიმართვაზე ახალ ინფრასტრუქტურაში.
„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას. ჩვენ გვაქვს ასეთი ზოგადი გეგმა. როგორც მოგეხსენებათ, ძირითადად 2 ლოკაციაზე - თბილისსა და ქუთაისში განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, უნდა გავაფართოოთ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება არსებულ შენობა-ნაგებობებს, ძალიან მარტივად უნდა გავმიჯნოთ კონკრეტული შენობები, რომლებიც არის დაკავშირებული კონკრეტული უნივერსიტეტების იდენტობასთან, სხვა შენობებისგან. არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული. რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ვიფიქროთ პრივატიზაციაზე და შესაბამისი რესურსების მიმართვაზე ახალ ინფრასტრუქტურაში. ეს არის ზოგადი მიდგომა, დანარჩენი გზადაგზა შეგვიძლია უფრო დეტალურად გაგიზიაროთ ინფორმაცია, მათ შორის პრივატიზაციასთან დაკავშირებით, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.
1782479719
საზოგადოებაპრემიერი: წლის ბოლომდე დაგეგმილია სოციალური დახმარების მიმღები 65 ათასამდე ოჯახის მონაცემების გადახედვა, რაც შეეხება დევნილ ოჯახებს, 2012 წლის შემდეგ 45 000 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული
წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენია ეკონ...
1782479227
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: შარშან რუსთავს 40 მილიონით გავუზარდეთ ბიუჯეტი, რამაც ქალაქს მისცა ახალი პროექტების განხორციელების საშუალება, რაც შეეხება საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებას, მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები
ჩვენ შარშან რუსთავს 40 მილიონით გავუზარდეთ ბიუჯეტი, რამაც ქალაქს მისცა ახალი პროექტების განხორციელების საშუალება და ეს ეტყობა ქალაქის განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...
1782478227
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, ჩვენ მთლიანად გავაუქმეთ პრივატიზაციის მანკიერი პრაქტიკა
ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, იყავით და გაგეკეთებინათ, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1782477578
საზოგადოებაპრემიერი: საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, შეიძლება რაიმე თქვათ სტატისტიკის სამსახურზე, მაგრამ ვერ გაექცევით კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც, მაგალითად ბიუჯეტთან არის დაკავშირებული
საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქსტატზე მინიშნება და საქ...
1782476674
საზოგადოებაირაკლი ზარქუა ოპოზიციას: თქვენც და დანარჩენი უსამშობლოებიც, რომლებიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებთ, ალბათ, ბედნიერები იქნებოდით, აქ ბომბები რომ ცვიოდეს, ფრონტის ხაზები გვქონდეს გახსნილი
მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი, მაშინ იქნებიან კმაყოფილები, საქართველოში ბომბები რომ ცვიოდეს და ფრონტის ხაზი იყოს გახსნილი. ზარქუას თქმი...



























