არჩილ გორდულაძე: მივესალმებით ეროვნული ძალების გამოღვიძებას ევროპის მასშტაბით, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია სუვერენიტეტი და არა გარკვეული ძალების ინტერესების გატარება

როცა ელჩად წოდებული ბატონი ჰერჩინსკი ქართულ საზოგადოებას ემუქრება, ეს ერთი კონკრეტული ე.წ. დიპლომატის განცხადებად არ უნდა წარმოვიდგინოთ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იმ ევრობიუროკრატიის გამოძახილია, რომელიც ახლა არ არჩეულია და ამ პოზიციებს იკავებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი განსაკუთრებით თავს ქართულ საზოგადოებას ესხმიან.

„იმ საზოგადოებას ესხმიან თავს, რომელიც არ ექვემდებარება გარედან მითითებებს, შანტაჟს, სხვადასხვა მავნებლობის დაბრალებას და იმ გადაწყვეტილებას იღებს, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტიდან გამომდინარეობს.

სწორედ ამ ბრალდებების, შანტაჟების და თავდასხმების გაგრძელებაა ჰერჩინსკის განცხადებაც, რომელთან დაკავშირებითაც, მათ შორის, ჩვენი მხარდამჭერებიც ხშირად გვსაყვედურობენ ხოლმე, თუ რატომ არ ვიყენებთ, მაგალითად, ვენის კონვენციით გათვალისწინებულ სხვადასხვა უფლებამოსილებას.

პასუხი მარტივია - ჰერჩინსკისნაირი პირები, შეიძლება, წავიდნენ-მოვიდნენ, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც, სამწუხაროდ, მთლიანად დემოკრატიის საფუძვლებს გადახაზავს და გადახაზული არის ქვეყნებს შორის თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება, არ შეიცვლება. მთავარია, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს.

ჩვენ მხოლოდ მივესალმებით იმ ეროვნული ძალების გამოღვიძებას მთელი ევროპის მასშტაბით, რომლებისთვისაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნებს შორის ურთიერთობა, სუვერენიტეტი და არა გარკვეული ძალების ინტერესების გატარება“, - აღნიშნა გორდულაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777294782

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი - „საჭიროება რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მინისტრის, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით“

საჭიროება რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მინისტრის, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით...

თენგიზ შარმანაშვილი

1777294086

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია - „ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია“

მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრეს...

ხვიჩა კვარაცხელია

1777293039

ახალი ამბები

კახა ლაბუჩიძე: მოსახლეობა დადებითად აფასებს მუნიციპალიტეტის შეთავაზებას და თანამშრომლობაზე სრულ მზაობას გამოთქვამს

„ისნის რაიონში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვის პროცესი აქტიურ ფაზაშია“, - აღნიშნულის შესახებ თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ისნის...

კახა ლაბუჩიძე

1777292446

ახალი ამბები

ნოდარ ბოკერია: ჩვენი გუნდი არის სწორ მხარეს და თანმიმდევრული ნაბიჯებით საქართველო აუცილებლად გაძლიერდება, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე

თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის ბრალდებას უპასუხა, თითქოს საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება. ნოდარ ბოკერიას განცხადებით, დღევანდელ მსოფლ...

ნოდარ ბოკერია

1777291580

ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება, მოღვაწეობა და მოწამებრივი სიკვდილი სამშობლოს მსახურებისა და მისთვის თავგანწირვის ნათელი მაგალითია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ქვეყნისა და ხალხის წინაშე მის დამსახურებებზე ისაუბრა. როგორც ზუ...

ზურაბ აბაშიძე