კახა ლაბუჩიძე: მოსახლეობა დადებითად აფასებს მუნიციპალიტეტის შეთავაზებას და თანამშრომლობაზე სრულ მზაობას გამოთქვამს
„ისნის რაიონში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვის პროცესი აქტიურ ფაზაშია“, - აღნიშნულის შესახებ თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა.
„პროექტი ოთხი თვეა აქტიურად მიმდინარეობს. ჩემი სამაჟორიტარო ოლქის 50%-ს სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დამცავი არეალი წარმოადგენს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს. ამ ეტაპზე ათ მისამართზე მიმდინარეობს ავარიული მრავალბინიანი შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება-გამოსყიდვის პროცესი, მათ შორის ორი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობაა.
ვინაიდან ეს პროექტი პირველად ხორციელდება, გამოიკვეთა ისეთი სპეციფიკური საკითხების მოგვარების აუცილებლობა, როგორებიცაა მისამართზე თანამესაკუთრის არსებობა, ასევე დაურეგისტრირებელი ფართები. ამ და სხვა მრავალი სპეციფიკური დეტალის დაზუსტება დროს მოითხოვს, თუმცა ყოველი საკითხი ინდივიდუალურად თანხმდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თითოეულ წევრთან, ასევე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ უწყებებთან. მოსახლეობა დადებითად აფასებს მუნიციპალიტეტის შეთავაზებას და თანამშრომლობაზე სრულ მზაობას გამოთქვამს“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების ჩანაცვლებისა და გამოსყიდვის პროგრამა ისნის რაიონში აქტიურად გრძელდება. პროექტის მიზანი კი ისტორიულ ზონაში მცხოვრები ოჯახების უსაფრთხოების გარანტირება და მათი ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაა.
„მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ადგილობრივ მცხოვრებლებთან ინტენსიურ შეხვედრებს ვმართავთ. თბილისის მერის, კახა კალაძის, ინიციატივით დაწყებული პროექტის ფარგლებში, ოფიციალურად შემუშავებული თანხმობის ფორმებზე ხელმოწერები აქტიურად მიმდინარეობს.
ეს პროცესი მრავალმხრივ სამუშაოებს მოიცავს და მოსახლეობასთან მუდმივი დიალოგი მიმდინარეობს, რათა ყველა სამართლებრივი და ტექნიკური დეტალი ბოლომდე დაზუსტდეს. ეს კი ხელს შეუწყობს პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვას“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
1777295137
საზოგადოებათამარ იოსელიანი: შანხაისთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ქვეყნებს შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები
შანხაი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამ...
1777294782
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი - „საჭიროება რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მინისტრის, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით“
საჭიროება რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მინისტრის, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით...
1777294086
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელია - „ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია“
მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრეს...
1777292506
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: მივესალმებით ეროვნული ძალების გამოღვიძებას ევროპის მასშტაბით, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია სუვერენიტეტი და არა გარკვეული ძალების ინტერესების გატარება
როცა ელჩად წოდებული ბატონი ჰერჩინსკი ქართულ საზოგადოებას ემუქრება, ეს ერთი კონკრეტული ე.წ. დიპლომატის განცხადებად არ უნდა წარმოვიდგინოთ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იმ ევრობიუროკრატიის გამოძახილია, რომელ...
1777292446
ახალი ამბებინოდარ ბოკერია: ჩვენი გუნდი არის სწორ მხარეს და თანმიმდევრული ნაბიჯებით საქართველო აუცილებლად გაძლიერდება, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე
თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის ბრალდებას უპასუხა, თითქოს საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება. ნოდარ ბოკერიას განცხადებით, დღევანდელ მსოფლ...



























