მაკა ბოჭორიშვილი: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოსთვის არის უფრო სერიოზული პარტნიორობის შესაძლებლობა, რაც მიმართული იქნება როგორც ევროპის, ასევე საქართველოს კეთილდღეობისკენ
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა გვქონდეს კომუნიკაცია პარტნიორებთან, საინტერესო სტუმრებთან, კონფერენციის მონაწილეებთან და რა თქმა უნდა, ჩვენს პრიორიტეტებზე შესაძლებლობის ფარგლებში ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სურს საქართველოს, როგორ ხედავს საქართველო ევროპის უსაფრთხოებას, როგორ განვიხილავთ საკუთარ თავს ევროპის უსაფრთხოების ნაწილად და რა წვლილი შეაქვს საქართველოს სწორედ იმაში, რაზედაც მსჯელობა მიმდინარეობს დღეს ევროპაში და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად და იყოს ის დამოკიდებულება, რაც შესაძლებელს გახდის უფრო სერიოზულ პარტნიორობას, რაც მიმართული იქნება როგორც ევროპის, ასევე თავად საქართველოს კეთილდღეობისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონფერენციის ფარგლებში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელთაგან ერთ-ერთი მიეძღვნება დაკავშირებადობას და შუა დერეფნის მნიშვნელობას ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში.
მინისტრის შეფასებით, ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუა დერეფანში საქართველოს როლის წარმოჩენა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ თვალსაზრისით იყოს საქართველო წარმოჩენილი და სწორედ ამ კონტექსტში ვისაუბროთ საქართველოს მნიშვნელობაზე შუა დერეფანში და ზოგადად შუა დერეფნის მნიშვნელობაზე დღეს ევროპისთვის და ევროპა-აზიის დაკავშირებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1770980395
საზოგადოებანინო წილოსანი სურსათის მწარმოებლებთან შეხვედრაზე: მოვისმენთ მათ საჭიროებებს, მათ დანახულ პრობლემებს და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობაზე გვექნება კითხვები
მოვისმენთ მათ საჭიროებებს, მათ დანახულ პრობლემებს და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობაზე გვექნება კითხვები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე სურსა...
1770979271
საზოგადოებაალექსანდრე დარახველიძე: იმ მძღოლებს და ავტომფლობელებს, რომლებიც შეიძენენ ავტომობილებს 2026 წლის 1 აპრილამდე და მათი ტრანსპორტირება საზღვარგარეთიდან დაიწყება 2026 წლის 1 აპრილამდე, ეს ცვლილება არ შეეხება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მედიასთან განმარტა. „ცვლილება ძალაში შედის პირველი აპრილიდან, თუმცა იმ მძღოლებს და ავტომფლობელებს, რ...
1770978348
ახალი ამბებივოლსკი სუს-ის უფროსის აშშ-ში ვიზიტზე: არანაირი ვალდებულება იმისა, რომ ვრცელი განცხადება გააკეთოს საუბარზე, რომელიც შედგა ვაშინგტონში, მას არ აქვს - რაც შეეხება „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მოთხოვნებს, ისტერიკის ერთ-ერთი გამოვლინებაა
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი შეერთებულ შტატებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტსა და იქ გამართულ შეხვედრის თემას ეხმაურება. მისი შეფასებით, შეხვედრის შინ...
1770977675
სპორტიერთა ლიგის კალენდარი ცნობილია - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მატჩით იწყებს
12 თებერვალს გაიმართა ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების წილისყრა. დღეს კი დადგინდა ტურნირის კალენდარი. საქართველოს ნაკრები პირველ ორ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიასა და უკრაინასთან შინ გამართავს. წილ...
1770975749
ახალი ამბებიგეკა გელაძე: 2025 წელს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ეფექტური გახადა უკანონო მიგრაციიასთან ბრძოლა - ბოლო 1 წლის განმავლობაში 1300-ზე მეტი არალეგალია გაძევებული, რაც 2024 წელთან შედარებით 207 %-ით არის მომატებული
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს. გეკა გელაძე აღნიშნავს, რომ 2025 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ეფექტური გახადა მიგ...




























