ვოლსკი სუს-ის უფროსის აშშ-ში ვიზიტზე: არანაირი ვალდებულება იმისა, რომ ვრცელი განცხადება გააკეთოს საუბარზე, რომელიც შედგა ვაშინგტონში, მას არ აქვს - რაც შეეხება „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მოთხოვნებს, ისტერიკის ერთ-ერთი გამოვლინებაა
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი შეერთებულ შტატებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტსა და იქ გამართულ შეხვედრის თემას ეხმაურება. მისი შეფასებით, შეხვედრის შინაარსის საკითხზე ოპოზიციის მოთხოვნები ისტერიკის გამოვლინებაა.
„არანაირი ვალდებულება იმისა, რომ ვრცელი განცხადება გააკეთოს საუბარზე, რომელიც შედგა ვაშინგტონში, მას არ აქვს. საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ იგი იქ იმყოფებოდა, ცნობილი არის თემები ზოგადად. რაც შეეხება ასეთ მოთხოვნებს „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან, ეს არის ისტერიკის ერთ-ერთი გამოვლინება”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვის შეხვდა სუს-ის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა იყო განხილვის თემა - საკითხი ოპოზიციის მხრიდან გააქტიურდა. ამბობენ, რომ მამუკა მდინარაძე შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორს ტულსი გაბარდს შეხვდა.
სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
1770975749
ახალი ამბებიგეკა გელაძე: 2025 წელს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ეფექტური გახადა უკანონო მიგრაციიასთან ბრძოლა - ბოლო 1 წლის განმავლობაში 1300-ზე მეტი არალეგალია გაძევებული, რაც 2024 წელთან შედარებით 207 %-ით არის მომატებული
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს. გეკა გელაძე აღნიშნავს, რომ 2025 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ეფექტური გახადა მიგ...
1770975107
საზოგადოებაგეკა გელაძე: ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს და გეგმას წარმოადგენს მიმდინარე წელს 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება და სწორი ინსტრუმენტების და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ამას აუცილებლად შევძლებთ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს. გეკა გელაძე აღნიშნავს, რომ 2025 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ეფექტური გახადა მიგ...
1770974391
ახალი ამბებინინო თანდილაშვილი: ყოველწლიურად იმატებს ავტომობილების იმპორტი, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, მეტ მავნე აირის გაფრქვევას და ჰაერის დაბინძურებას დიდ ქალაქებში, ეს არის გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოსგან საპასუხო ქმედებები
მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეო...
1770974046
საზოგადოებაგივი მიქანაძემ ბრაზილიის ელჩთან შეხვედრა გამართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კარლოს რიკარდო მარტინს სელიასთან შეხვედრა გამართა. ი...
1770972694
საზოგადოებაპაპუაშვილი: ერთადერთი მიზეზი, რატომაც ნებაყოფლობით ვაკეთებთ, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს, უკრაინელი ხალხისთვის გვერდით დგომაა. სხვა არავინ იმსახურებს ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას - არც ბრიუსელი, არც ზელენსკი და არც ევროკომისია
ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები, ვიდრე ევროკავშირის ელჩის ინტერესები, რომლებიც ჩვენთვის შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა ამ შემთხვევაში, - განაცხადა საქართველოს პარლამე...


























