ავტომობილების იმპორტზე პირველად და დროებით რეგისტრაციაზე დაწესებული ახალი რეგულაცია ელექტრომობილებზე არ ვრცელდება

მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, რაც უფრო ძველია ავტომობილი, ძრავიც ძველდება და შესაბამისად, მისგან გაფრქვევაც იმატებს, ეს დადასტურებული ფაქტია. ევრო 5 სტანდარტიც 10 წლიან მანქანაზე მოქმედებს; 10 წლის შემდეგ ძრავი ისე ძველდება, რომ გაფრქვევები ამ მანქანიდან, რაც არ უნდა კარგად მოვლილი იყოს, მაინც იმატებს. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა დაწესებული შეზღუდვა წლოვანებასთან მიმართებით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ელექტრომობილებზე.

„ქვეყანაში გვაქვს ავტომობილების იმპორტის ყოველწლიური 25 %-იანი ზრდა, სადაც ჰიბრიდული ავტომობილების წილი არ იზრდება. მზარდია დიზელის და ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წილი. ეს მზარდი ტენდენცია უნდა შემცირდეს, რაც საბოლოო ჯამში, ჰაერის ხარისხის მდგომარეობაზე უნდა აისახოს.

ეტაპობრივად ავტოპარკი განახლდება; ეს განახლება, თავის მხრივ, შეამცირებს გაფრქვევებს. რითაც, საბოლოო ჯამში, მივიღებთ გარკვეულ გაუმჯობესებას.

ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რომ, ერთი მხრივ, ქალაქებში, ჩვენს საცხოვრებელ გარემოში გადაადგილება შევძლოთ; თუ განუსაზღვრელად დავამატებთ სატრანსპორტო საშუალებებს, ერთ დღეს ფიზიკურად შეუძლებელი იქნება გადაადგილება და, მეორე მხრივ, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770983029

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა: საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში

„რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. როგორც საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული,...

საქართველოს რკინიგზა

1770982335

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოსთვის არის უფრო სერიოზული პარტნიორობის შესაძლებლობა, რაც მიმართული იქნება როგორც ევროპის, ასევე საქართველოს კეთილდღეობისკენ

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა გვქონდეს კომუნიკაცია პარტნიორებთან, საინტერესო სტუმრებთან, კონფერენციის მონაწილეებთან და რა თქმა უნდა, ჩვენს პრიორიტეტებზე შესაძლე...

მაკა ბოჭორიშვილი

1770981255

ახალი ამბები

შპს „ტირიფონის ხილის“ წარმომადგენელი ზურაბ გოჯიაშვილი: რომ არ ყოფილიყო ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც შექმენით 2013 წელს, ჩვენ ასეთ რისკიან ბიზნესს ხელს არ მოვკიდებდით

შპს „ტირიფონის ხილის“ წარმომადგენელმა, ზურაბ გოჯიაშვილმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, მის...

 ზურაბ გოჯიაშვილი

1770980395

საზოგადოება

ნინო წილოსანი სურსათის მწარმოებლებთან შეხვედრაზე: მოვისმენთ მათ საჭიროებებს, მათ დანახულ პრობლემებს და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობაზე გვექნება კითხვები

მოვისმენთ მათ საჭიროებებს, მათ დანახულ პრობლემებს და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობაზე გვექნება კითხვები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე სურსა...

ნინო წილოსანი

1770979271

საზოგადოება

ალექსანდრე დარახველიძე: იმ მძღოლებს და ავტომფლობელებს, რომლებიც შეიძენენ ავტომობილებს 2026 წლის 1 აპრილამდე და მათი ტრანსპორტირება საზღვარგარეთიდან დაიწყება 2026 წლის 1 აპრილამდე, ეს ცვლილება არ შეეხება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მედიასთან განმარტა. „ცვლილება ძალაში შედის პირველი აპრილიდან, თუმცა იმ მძღოლებს და ავტომფლობელებს, რ...

ალექსანდრე დარახველიძე