გეკა გელაძე: ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს და გეგმას წარმოადგენს მიმდინარე წელს 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება და სწორი ინსტრუმენტების და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ამას აუცილებლად შევძლებთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს. გეკა გელაძე აღნიშნავს, რომ 2025 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ეფექტური გახადა მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

„როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში გამოწვევად რჩება მიგრაციული პრობლემები. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც საკანონმდებლო, ტექნოლოგიური, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. 2025 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც ჩვენ მიერ იყო განხორციელებული, ძალიან ეფექტური გახადა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სწორედ ამის დასტურია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1300-ზე მეტი არალეგალი არის ქვეყნიდან გაძევებული, რაც 2024 წლის სტატისტიკასთან შედარებით 207%-ით არის მომატებული.

ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს და გეგმას წარმოადგენს მიმდინარე წელს 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება და დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ იმ სწორი ინსტრუმენტების და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ამას აუცილებლად შევძლებთ”, - განაცხადა მინისტრმა.

მიგრაციის საკითხზე დღეს ვიდეომიმართვა პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შესახებ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770972694

საზოგადოება

პაპუაშვილი: ერთადერთი მიზეზი, რატომაც ნებაყოფლობით ვაკეთებთ, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს, უკრაინელი ხალხისთვის გვერდით დგომაა. სხვა არავინ იმსახურებს ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას - არც ბრიუსელი, არც ზელენსკი და არც ევროკომისია

ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები, ვიდრე ევროკავშირის ელჩის ინტერესები, რომლებიც ჩვენთვის შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა ამ შემთხვევაში, - განაცხადა საქართველოს პარლამე...

შალვა პაპუაშვილი

1770971872

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა....

მარიამ ლაშხი

1770971814

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი. შავი იუმორის სფერო არის, რომ ბრალდებული პირი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს

გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი, რომელსაც აქვს შეფარდებული პატიმრობა და არის ძებნაში. რა თქმა უნდა სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვად...

შალვა პაპუაშვილი

1770970599

ახალი ამბები

2026 წლის იანვარში ექსპორტი 19%-ით გაიზარდა - ეკონომიკის სამინისტრო

2026 წლის იანვარში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. რაც შეეხება იმპორტს,...

ექსპორტი გაიზარდა

1770969929

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე: ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო უილსონიც კი არ დაესწრო, არა თუ სხვა კონგრესმენები - მგონი, გასაგებია, რასთან გვქონდა საქმე

ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო უილსონიც კი არ დაესწრო, არა თუ სხვა კონგრესმენები. ჯო უილსონიც რომ დაესწრება, მგონი, გასაგებია, რასთან გვქონდა საქმე. ვნახეთ, რომ ოლესია ვართანიანი, ბახტი ნიშანოვი ერთმან...

შალვა პაპუაშვილ