სამეგრელოს პოლიციამ ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტი, ელექტრო სასწორი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ - აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758610786

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი...

დაკავება

1758610665

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგისა და დუშეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად...

დაკავებადაკავება

1758608126

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერი წრე

„ტაქტიკა, რომელსაც ფეხბურთში ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნა ჰქვია, ზოგჯერ არ ამართლებს და მოწინააღმდეგე გუნდს იოლი გოლის გატანის საშუალებას აძლევს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...

შალვა პაპუაშვილი

1758605611

ახალი ამბები

ანა წითლიძე: ნერვიულობენ, რომ სპეცრაზმის რაოდენობა არ ეყოფათ

 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას, სპეცრაზმელების რაოდენობაზე და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის (გდდ) წი...

ანა წითლიძე

1758604520

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როგორც სრულდებოდა კახა კალაძის ყველა დაპირება უკლებლივ, ასევე შესრულდება ყველა დაპირება, რომელიც განათლების, სპორტის პოლიტიკის ფარგლებშია გაცემული

თითოეული მოქალაქე შეძლებს და სპორტში, განათლებაში თვითრეალიზდება. ეს არის ის პირობა, რომელიც მერობის კანდიდატმა მისცა საზოგადოებას, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თა...

დავით მათიკაშვილი