მაკა ბოჭორიშვილი - მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას, მე არ მინახავს, არც მაქვს მოლოდინი, რომ მსგავს მტკიცებულებას წარმოადგენენ

„დიდი ბრიტანეთის ელჩს ვთხოვეთ, წარმოედგინა საფუძვლები, რას ეფუძნებოდა ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების გადაწყვეტილებას, არ უნახავს.

„ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ან „პოსტივის“, ან ტელეკომპანია „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში. ბუნებრივია, დასანქცირების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას. ელჩს მოვთხოვეთ, რას ეფუძნება შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით. მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს. არაფერი კონკრეტული არ ყოფილა წარმოდგენილი.

მოვისმინე მხოლოდ ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია, რას ეფუძნება შეფასებები, თითქოს რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას, ან რამენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ბრალდებები და შეფასებები, რომლებსაც ჩვენ არ გავიზიარებთ. ამას სჭირდება მტკიცებულებები და იმედი გვაქვს, წარმოადგენენ რამეს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, რომ მათ გადაწყვეტილებას რაიმე საფუძველი მაინც ჰქონდა. თუმცა, რომ გითხრათ, ამის მოლოდინი მაქვს, მოგატყუებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772097551

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადახედვას ელოდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში დეტალურად ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობებზე. მინისტრის განცხადებით, თბილისსა და ვაშინგტონს...

მაკა ბოჭორიშვილი

1772096093

საზოგადოება

დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, უკომენტაროდ დატოვა. უწყებაში ელჩისგან ელოდებოდნენ განმარტებას, თუ რა იყო ქართუ...

ბრიტანეთის ელჩი

1772095651

ახალი ამბები

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულები სამხედრო მოსამსახურეები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულები თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელე...

სამხედრო მოსამსახურეები არიან

1772094212

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის დაქალის სურვილებს ვისმენთ, რომ საქართველო დააზიანოს, როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიანეს ობიექტურობა მოსთხოვო? ჩვეულებრივი „ნაცია“

ევროპარლამენტში იმ ადამიანს ავალია საქართველოზე ანგარიშის მომზადება, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, დამნაშავე ადამიანთან, სააკაშვილთან. როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიანეს ობიექტურო...

დავით მათიკაშვილი

1772092386

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: კონფლიქტი კონფლიქტად რჩება, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთ...

მაკა ბოჭორიშვილი: