ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან
რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოწოდებების შეფასებისას.
მისი თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი არსად გამქრალა.
„ამასთანავე, ისინი ამბობდნენ, რომ არ მოგვიწოდებდნენ მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში საბრძოლველად სამხედროების გაგზავნისკენ და უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისკენ. თუმცა, ის მდიდარი „ენჯეოები“, რომლებსაც ეს საელჩოები და ევროკავშირი აფინანსებენ, ზუსტად ამას მოითხოვდნენ ჩვენგან. შესაბამისად, ამ მდიდარი „ენჯეოების“ მეშვეობით მოითხოვდნენ ამ ნაბიჯების გადადგმას ჩვენი ხელისუფლებისგან, რაც ავტომატურად გულისხმობდა სამხედრო ესკალაციას რუსეთთან. სურვილი, რომელიც მათ ამოძრავებდათ და დღესაც ამოძრავებთ, რომ მეორე ფრონტი გამხდარიყო საქართველო, რათა ეს ომი უფრო გაჭიანურებულიყო, არსად გამქრალა”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
აღნიშნულ თემაზე დღეს სოციალურ ქსელში პოსტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა. „უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო", - წერს პაპუაშვილი.
1772101331
ახალი ამბებიკინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს
„მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო…“, - ასე მიმართავს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს და ღია წერილს აქვეყნებს. „ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ ქართულ ენას სწა...
1772100506
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: არ წარმოგვიდგენია, რომ „პოსტივის“ ან „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში, ბუნებრივია, დასანქცირების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას
ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ „პოსტივის“ ან „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში. ბუნებრივია, დასანქცირების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმე...
1772099266
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი - მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას, მე არ მინახავს, არც მაქვს მოლოდინი, რომ მსგავს მტკიცებულებას წარმოადგენენ
„დიდი ბრიტანეთის ელჩს ვთხოვეთ, წარმოედგინა საფუძვლები, რას ეფუძნებოდა ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხ...
1772097551
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადახედვას ელოდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში დეტალურად ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობებზე. მინისტრის განცხადებით, თბილისსა და ვაშინგტონს...
1772096093
საზოგადოებადიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, უკომენტაროდ დატოვა. უწყებაში ელჩისგან ელოდებოდნენ განმარტებას, თუ რა იყო ქართუ...



























