მაკა ბოჭორიშვილი: კონფლიქტი კონფლიქტად რჩება, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და მოლაპარაკებები აქვს ერთადერთ ფორმატში - ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, სადაც საქართველოსთან ერთად წარმოდგენილია აშშ, გაერო, ეუთო, ევროკავშირი.
„კონფლიქტი კონფლიქტად რჩება. ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია და ადამიანები, რომლებიც ამ რეგიონებიდან გამოუშვეს, კვლავ მოკლებული არიან საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას. ეს არის რეალობა, რომელშიც ცხოვრობს საქართველო და ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიუღებელია საქართველოს კრიტიკა რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომელთაც რუსეთის ფედერაციასთან აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები და ეკონომიკური თანამშრომლობა.
„ეს ერთგვარად უფრო მეტ კითხვას აჩენს, რა ინტერესი არსებობს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების გამოყენებისთვის სხვაგან, რა უნდათ საქართველოსგან, რა არის ის, რაც იქნებოდა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში? გაყინული ასეთი მდგომარეობა, თუ ცხელი კონფლიქტი? რა თქმა უნდა, არის ეს კითხვები, რომელიც გვაწუხებს. უპასუხისმგებლოები უნდა ვიყოთ, რომ არ გვებადებოდეს ეს კითხვები - რა არის რეალური ინტერესები ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრმა.
1772091392
ახალი ამბებისოზარ სუბარი: არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილულ რეზოლუციასა და მის ავტორზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ დოკუმენტში აბსო...
1772089760
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად
უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ...
1772089464
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2007...
1772088245
ახალი ამბებიქობულეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა შემოვლით გზაზე მოხდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევისას დაშავდა ერ...
1772088186
ახალი ამბებიკირცხალია: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია
ვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია უკვე მეათედ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბოროტ ძალასთან თავიანთი ბოროტი მიზნების განსახორციელებლად ჩვენი...



























