დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის დაქალის სურვილებს ვისმენთ, რომ საქართველო დააზიანოს, როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიანეს ობიექტურობა მოსთხოვო? ჩვეულებრივი „ნაცია“
ევროპარლამენტში იმ ადამიანს ავალია საქართველოზე ანგარიშის მომზადება, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, დამნაშავე ადამიანთან, სააკაშვილთან. როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიანეს ობიექტურობა მოსთხოვო? - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „არაობიექტური, ორმაგი სტანდარტის მქონე ევროპარლამენტარებისგან ტყუილების გარდა, არაფერს უნდა ველოდოთ“.
„მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრის, დაქალის სურვილებს ვისმენთ, რომ საქართველო დააზიანოს. მოცემულობას დაუკვირდით – ევროპარლამენტში იმ ადამიანს ავალია საქართველოს თაობაზე მდგომარეობის შეფასება და ანგარიშის მომზადება, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, დამნაშავე ადამიანთან, სააკაშვილთან, რომელიც დემენციისგან სასწაულებრივად განიკურნა.
მსოფლიო მედიცინაში მსგავსი რამ არ მომხდარა. როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიანეს ობიექტურობა მოსთხოვო? – ეს ადამიანი თავიდან - ბოლომდე „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგსა და სოუსშია გადამხტარი. ჩვეულებრივი „ნაცია“, ოღონდ, არა ქართული წარმოშობის. ამ ადამიანმა საქართველოს თაობაზე ობიექტური შეფასება როგორ უნდა გააკეთოს? – მას საქართველო ძალიან არ უყვარს. ქართველთმოძულე, არაობიექტური, ორმაგი სტანდარტის მქონე ევროპარლამენტარებისგან ტყუილების გარდა, არაფერს უნდა ველოდოთ.
გახსოვთ, რეზოლუციებში რა სისულელეებს წერდნენ, მათ შორის სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. რატომ? არავინ იცის. თურმე სააკაშვილი პოლიტპატიმარი ყოფილა და საქართველოში არაჟნის კონტეინერით ჩვენ შემოგვიყვანია. იმას ითხოვენ, რაც ტყუილია. არანაირი ფასი არ აქვს იმ დოკუმენტს, რომელსაც სიმართლის ნიშანწყალი არ აჩნია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
1772091891
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენების ძალიან კარგი მაგალითია
„მოსკოვის მექანიზმი“ ძალიან კარგი მაგალითი გახლავთ, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენება. 23-მა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან მიმართებაში აამოქმედოს „მოსკოვის მ...
1772091392
ახალი ამბებისოზარ სუბარი: არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილულ რეზოლუციასა და მის ავტორზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ დოკუმენტში აბსო...
1772089760
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად
უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ...
1772089464
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2007...
1772088245
ახალი ამბებიქობულეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა შემოვლით გზაზე მოხდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევისას დაშავდა ერ...


























