მაკა ბოჭორიშვილი: საქართველომ წლების განმავლობაში საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით ნამდვილად შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო საზოგადოებას საკუთარი რეფორმები და საჯარო სერვისების სფეროში მიღწეული პროგრესი გააცნოს.
„ღონისძიება თავად მნიშვნელოვანია. საჯარო სერვისების ფორუმი, რომელიც გაეროს ფარგლებში იმართება საქართველოში, საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინოს საკუთარი რეფორმები. საქართველომ წლების განმავლობაში საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით ნამდვილად შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. ბევრი ქვეყნისთვის ეს არის კარგი მაგალითი გამოცდილების გასაზიარებლად და საუკეთესო შესაძლებლობა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ვაჩვენოთ ის რეფორმები, რაც გავატარეთ, ის მიღწევები, რაც საქართველოს აქვს და საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი სინამდვილეში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
„დღეს საქართველოს სტუმრობს ხუთასზე მეტი წარმომადგენელი ასზე მეტი ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფორუმში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა არის მინისტრის დონეზე წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთხელ შესაძლებლობას გვაძლევს, პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის ამა თუ იმ ქვეყანასთან და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა“, - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
1782209555
ახალი ამბებიარჩილ ბერიძე: თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა, რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?
„თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა - რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობი...
1782206890
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: როდესაც საერთაშორისო დოკუმენტში მოგვიწოდებენ, ხელისუფლებამ გამოიხმოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან, ეს არის მართლმსაჯულების უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის ნგრევა
„მსურს პირდაპირ და ყოველგვარი დიპლომატიური პირფერობის გარეშე ვუპასუხო იმ მორიგ პოლიტიკურ აბსურდს, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამზადებენ. ანგარი...
1782206444
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა
მინდა გამოვეხმაურო კირ სტარმერის გადადგომის საკითხს, რომელიც კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ აკონტროლებენ არაფორმალური ოლიგარქიული ძალები, იგივე „გლობალური ომის პარტია“, იგივე პირობითად „დიფ სთეითი", რ...
1782205521
ახალი ამბებისაპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე: ამ საერთო ტკივილმა თითქოს ჩვენი გულები გააერთიანა და დიდ მწუხარებასთან ერთად სიმტკიცისა და ერთობის ძალა განგვაცდევინა
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპული 8 წლის ხიზირ დერბიჩევის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „ქართველ და ინგუშ ხალხებს გამორჩეული და მტკიცე მეგობრობა, მრავალჭირგად...
1782205046
საზოგადოებამახაშვილი: ის, ვინც გიბიძგებს დესტაბილიზაციისკენ და ცდილობს, დაგსაჯოს მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვერასდროს იქნება. ჩვენი პასუხი იქნება მტკიცე: საქართველო აღარასდროს გახდება სხვისი პოლიტიკური თამაშების იარაღი
„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე. ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო დოკუმენტები, რომელსაც ზოგიერთები, მათ შორის, ამ დარბაზში, პ...




























