ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას, რათა მათ ევროკომისიას მოსთხოვონ პოლიტიკური დიალოგის აღდგენა
„გასულ კვირას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიმყოფებოდით, სადაც შეხვედრები გვქონდა როგორც ჩვენს კოლეგებთან ორივე ქვეყნის პარლამენტში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამ შეხვედრებისას შესაძლებლობა გვქონდა, მკაფიოდ გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებზე“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, პარლამენტის დელეგაციამ, ბრიუსელსა და ლუქსემბურგში გამართული შეხვედრებისას, წუხილი გამოთქვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის გამო.
„როდესაც უსამართლო მიდგომაზე ვსაუბრობთ, მინდა საზოგადოებისთვის ნათელი იყოს, რა საკითხებზე ვესაუბრებით ჩვენს უცხოელ კოლეგებს. პირველ რიგში, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების უგულებელყოფა მუდმივი მოწოდებებით იმაზე, რომ საქართველომ უნდა დააწესოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ. ჩვენ ავუხსენით ევროპელ კოლეგებს, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური, ევროპასთან ან თუნდაც უკრაინასთან სოლიდარობის საკითხი. ეს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტური უსაფრთხოების საკითხია. ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებული სახელმწიფოა და შესაბამისად, ჩვენ ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელმაც შეიძლება რუსეთთან ურთიერთობების დამატებითი ესკალაცია გამოიწვიოს და შეიძლება სამხედრო კონფლიქტითაც დასრულდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, შეხვედრებისას საქართველოს მხარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის შიდა საქმეებში, განსაკუთრებით არჩევნებში ჩარევის საკითხზე.
„შეხვედრებისას ევროპელი კოლეგებისგან აბსოლუტური გაგება და თანხმობა იყო იმ საკითხზე, რომ მიუღებელი და დაუშვებელია, როდესაც რომელიმე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ან საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კანდიდატ ქვეყანაში ჩადის და იქ წინასაარჩევნო პროცესში რომელიმე პარტიის საწინააღმდეგო აგიტაციაში მონაწილეობს. ამ საკითხზე საკმაოდ ნათლად, მაგალითებით და ფაქტებით ვესაუბრეთ ჩვენს კოლეგებს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა ბრიუსელსა და ლუქსემბურგში გამართული შეხვედრებისას ისაუბრეს, საპროტესტო აქციებს ეხებოდა.
„ევროკავშირი დღემდე მიიჩნევს, რომ პროტესტი მშვიდობიანი იყო. როდესაც ხედავ პრეზიდენტის სასახლეზე შეტევას, როდესაც პარლამენტის შენობა იწვის, როდესაც პოლიციელები დაშავებულები არიან, ისმის კითხვა - ვინ აკეთებს ამას?! ეს რაღაც უჩინარი ხელია თუ არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულს სჩადიან? შესაბამისად, ეს ვერანაირად მიიჩნევა მშვიდობიან პროტესტად. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრებისას საუბარი შეეხო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით არსებულ ორმაგ სტანდარტებს.
„ის, რაც ეპატიება ერთ რომელიმე კანდიდატ ქვეყანას, შეიძლება არ ეპატიოს საქართველოს, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ამ საკითხზე გვქონდა საკმაოდ საინტერესო, ღია და კონსტრუქციული საუბარი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს როგორც ბრიუსელში, ასევე ლუქსემბურგში, რომ მათ გამოხატეს სურვილი და მზადყოფნა, ამ საკითხებზე გვესაუბრა. უკანასკნელი არასრული სამი თვის განმავლობაში, ევროკავშირის წევრ ექვს სახელმწიფოს ვესტუმრეთ და შეიძლება ითქვას, ყველა მათგანში ერთგვარი იმედგაცრუებაა იმ პოზიციის გამო, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით აქვს, ვგულისხმობ პოლიტიკური დიალოგის არქონას. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას, რათა მათ ევროკომისიას მოსთხოვონ პოლიტიკური დიალოგის აღდგენა“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიზიტისას საუბარი ასევე შეეხო სავიზო დიალოგს.
„ვიზის დიალოგმა ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. მინდაყველა დავამშვიდო, რომ ეს არის ჩვეულებრივი, ტექნიკური საკითხი იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც უვიზო მიმოსვლა აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან. ეს იყო ჩვეულებრივი, ტექნიკური შეხვედრა, რომელიც საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა მანამ, სანამ არ მოხდა პრესაში ამ შეხვედრის დეტალების გაჟონვა. როდესაც ჩვენ ევროკავშირთან ნდობაზე ვსაუბრობთ, მიუღებელია, როდესაც დახურული შეხვედრის დეტალები პრესაში ხმაურდება მის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე. გასაგებია, რომ საქართველოს მხრიდან ეს ინფორმაცია ვერ გაჟონავდა იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ევროკავშირში არიან წარმოდგენილი. ყველასთვის ნათელია, ვისგან გაჟონა ამ ინფორმაციამ და რისთვის იყო ეს საჭირო“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
1782211106
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი ადასტურებს, რომ არაკომპეტენტურები ხართ - ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ, კეთილი ინებეთ და თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს
„გახარიელი“ რომ საუბრობს, როგორ შეიძლებაო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს? - ესენი არიან იმ ძალის წარმომადგენლები, რომელთა ბელადიც ახლა ბრალდებულია, ქართულ მართლმსაჯულებას გაქცეულია. ის ბ...
1782210210
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „საუკუნეების განმავლობაშ...
1782209907
ახალი ამბებისაგარეჯოში 19 წლის სტუდენტი გაზის აფეთქების შედეგად დაიღუპა
საგარეჯოში, საცხოვრებელ სახლში, გაზის აფეთქების შედეგად ახალგაზრდა გოგო დაიღუპა. ცნობილია მისი ვინაობაც. დაღუპულია 19 წლის სტუდენტი ლამია ალახვერდიევა. გავრცელებული ინფორმაციით, სამზარეულოში გა...
1782209555
ახალი ამბებიარჩილ ბერიძე: თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა, რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?
„თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა - რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობი...
1782208354
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველომ წლების განმავლობაში საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით ნამდვილად შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას...



























