გია ვოლსკი: პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს სომხეთი მიისწრაფვის ევროკავშირში და საქართველო - არა, ევროკავშირს საქართველოსთან და სომხეთთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს

პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო – არა. უბრალოდ ევროკავშირს სომხეთთან და საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, რიგ შემთხვევებში საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით საკმაოდ ნეგატიურია.

„მოთხოვნებს რომ გადავხედოთ, ვხვდებით, რომ საქართველო საზარბაზნე ხორცის როლში წარმოუდგენიათ მაშინ, როცა საგარეო კურსზეა საუბარი. მაგალითად, დაპირისპირება იქნება რუსეთთან ეკონომიკური, თუ სამხედრო. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ეს გაცილებით უფრო ნათელი ბოლო პერიოდში გახდა. ევროკავშირისკენ სწრაფვა როგორც სომხეთს, ასევე საქართველოს მსგავსი აქვთ. საქართველოს გაცილებით მეტი პოზიტიური მაჩვენებელი აქვს, გაცილებით მეტ ევროპულ სტანდარტს აჩვენებს, ვიდრე სომხეთს, ან ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას აქვს. ჩვენ სომხეთს წარმატებას ვუსურვებთ. მზად ვართ, ყველანაირი გამოცდილება გავუზიაროთ, თუმცა „მზად ვართ“ არასწორი სიტყვაა. ჩვენ მუდმივად ურთიერთკავშირში ვართ. ევროკავშირისკენ სწრაფვა ყველა მიმართულებით მსგავსი გვაქვს, თუმცა ბრიუსელს გარკვეული ინტერესები აქვს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს არ შეესაბამება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780922345

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, შანტაჟის გზით იაროს, თანამშრომლობის არაერთი გზა არსებობს, მზად ვართ ამ მეთოდების გამოყენებისთვის, მაგრამ ჯერ ასეთ დამოკიდებულებას ვერ ვხედავთ

სამწუხაროდ, ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, შანტაჟის გზით იაროს და თითოეული რეზოლუცია ტყუილებით გაავსოს, რასაც ისინი იღებენ ხოლმე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე...

ლევან მახაშვილი

1780920051

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი თურქეთის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებ...

დავით სონღულაშვილი

1780918065

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: 11 ივნისს იქნება ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა უწყებებს შორის, უწყებებს და ევროკომისიას ექნებათ შესაძლებლობა, რომ ერთმანეთში გაცვალონ პოზიციები

„11 ივნისს იქნება ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა უწყებებს შორის. უწყებებს და ევროკომისიას ექნებათ შესაძლებლობა, რომ ერთმანეთში გაცვალონ პოზიციები იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც შეიძლება ევროკომის...

ლევან მახაშვილი

1780915875

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში განსახილველ რეზოლუციებზე: როდესაც რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანს წარმოადგენს, ასეთ რეზოლუციას არანაირი არსებითი მნიშვნელობა და ფასი არ აქვს

არცერთი ობიექტური კრიტერიუმი, თვითონ ევროკავშირის სივრცეში არსებული კვლევებითაც კი, არ არის რეზოლუციებში გათვალისწინებული, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის...

დავით მათიკაშვილი

1780915447

ახალი ამბები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „საქართვ...

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი