დავით სონღულაშვილი თურქეთის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.
დავით სონღულაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში მისი სამუშაო ვიზიტის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა და ელჩს მადლობა გადაუხადა ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მინისტრის განცხადებით, უწყებებს შორის საქმიანი შეხვედრები არსებული პარტნიორობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საექსპორტო პოტენციალის მქონე აგრარული პროდუქციის შესახებ და ყურადღება ქართულ თხილზე, თაფლსა და ღვინოზე გაამახვილა.
საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვის, სატყეო და სამთო-მოპოვების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს.
მუსტაფა თურქერ არის განცხადებით, საქართველო თურქეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და არსებობს სრული მზაობა ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებისთვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.
1780920673
ახალი ამბებიგია ვოლსკი: პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს სომხეთი მიისწრაფვის ევროკავშირში და საქართველო - არა, ევროკავშირს საქართველოსთან და სომხეთთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს
პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო – არა. უბრალოდ ევროკავშირს სომხეთთან და საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს...
1780918065
ახალი ამბებილევან მახაშვილი: 11 ივნისს იქნება ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა უწყებებს შორის, უწყებებს და ევროკომისიას ექნებათ შესაძლებლობა, რომ ერთმანეთში გაცვალონ პოზიციები
„11 ივნისს იქნება ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა უწყებებს შორის. უწყებებს და ევროკომისიას ექნებათ შესაძლებლობა, რომ ერთმანეთში გაცვალონ პოზიციები იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც შეიძლება ევროკომის...
1780915875
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში განსახილველ რეზოლუციებზე: როდესაც რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანს წარმოადგენს, ასეთ რეზოლუციას არანაირი არსებითი მნიშვნელობა და ფასი არ აქვს
არცერთი ობიექტური კრიტერიუმი, თვითონ ევროკავშირის სივრცეში არსებული კვლევებითაც კი, არ არის რეზოლუციებში გათვალისწინებული, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის...
1780915447
ახალი ამბებიეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „საქართვ...
1780914380
ახალი ამბებისაქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, წევრებ...





























