მაკა ბოჭორიშვილი: სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა

სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე სტამბოლში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო კვლავ მხარს უჭერს შავი ზღვის რეგიონში დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს საღამოს საშუალება მეძლევა მოგესალმოთ საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სტამბოლში, ამ დიდებულ ქალაქში. სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა. ამჟამად საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას.

ეროვნული დღე სწორედ ის დღეა, როდესაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან და მდიდარ ისტორიაზე უნდა დავფიქრდეთ. ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა თავის იდენტობას, ენასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას. ამ საღამოს სიამოვნებით წარმოგიდგენთ ქართულ მუსიკას - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ გამოხატულებას მათ შორის ქართული პოლიფონიური სიმღერის უნიკალურ ტრადიციას, რომელიც როგორც ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და ძლიერი კავშირის სიმბოლო, „იუნესკოს“ მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილადაა აღიარებული“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781036454

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია განულების პირასაა. ჩვენ მათ პოლიტიკურ გასვენებას ვუყურებთ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს. იგი პროცესს ოპოზიციის პოლიტიკურ გასვენებას უწოდებს. „ოპოზიცია ფა...

 დავით მათიკაშვილი

1781035674

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: დიპლომატიის ენა გვირჩევნია, თუმცა სხვა ენებზეც ვსაუბრობთ

„უცხოური ძალები, რომლებიც ჩვენი ტერიტორიის სიახლოვეს იმყოფებიან, მუდმივი რისკის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომების, ჩვეულებრივი უბედური შემთხვევების ან, შესაძლოა, ორმხრივ ცეცხლში მოყოლის გამო“,...

აბას არაღჩი

1781034314

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: საქართველო არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს და ეს რეიტინგებია ევროპულობა და ევროკავშირისკენ სწრაფვა

„საქართველოს წინაშე დაყენებული მოთხოვნები არ არის ჩამოყალიბებული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამბობენ, რომ ფული უნდა შემოვიტანოთ და თქვენი საქმე არ არის, რა ფულს შემოვიტანთო“, – ამის შესახებ პარ...

გია ვოლსკი

1781033507

ახალი ამბები

ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისინი ერთ პოლიტიკურ გუნდში აღარ იყვნენ. როგორც გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, არაფერი აძ...

ნიკა გვარამია

1781030608

მსოფლიო

ტრამპი: ირანელებმა ჩვენი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში პატრულირებდა, აშშ-მა ამ თავდასხმას უნდა უპასუხოს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში პატრულირებისას ამერიკული ვერტმფრენი ჩამოაგდო. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს. პრეზიდენტ ტრამპს დამატებითი დეტალები არ დ...

დონალდ ტრამპი