გიორგი ვოლსკი: საქართველო არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს და ეს რეიტინგებია ევროპულობა და ევროკავშირისკენ სწრაფვა

„საქართველოს წინაშე დაყენებული მოთხოვნები არ არის ჩამოყალიბებული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამბობენ, რომ ფული უნდა შემოვიტანოთ და თქვენი საქმე არ არის, რა ფულს შემოვიტანთო“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საფუძველი აქვს იფიქროს, რომ ეს ყველაფერი შანტაჟია.

„გვეუბნებიან, ლგბტ პროპაგანდა ის პრინციპია, რაც საქართველოს ევროპულობაზე უნდა მიუთითებდეს. ამ დროს უმცირესობის უფლებების შელახვაზე ლაპარაკი არ არის. ამბობენ, საქართველოს საგარეო კურსი ევროკავშირისას არ ემთხვევა, რადგან სანქციებში არ მონაწილეობთო. თუ ამ თემაზე რაიმე საპირისპირო გაქვს და პრეტენზიას გამოთქვამ, თურმე, ესაა ევროკავშირის საწინააღმდეგო. საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი შანტაჟია და სხვა არაფერი.

კვლევები და რეიტინგები ყველაფერს აბათილებს, რაც საქართველოს აქვს. საქართველო არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს და ეს რეიტინგებია ევროპულობა და ევროკავშირისკენ სწრაფვა და არა ის, რასაც მარტა კოსი ამბობს ან იუკნევიჩიანე, რომ თურმე, საქართველომ ყველაფერზე თვალი დახუჭოს, რასაც მის ტერიტორიაზე გააკეთებენ. ქვეყანაში ფულის შემოტანის თაობაზე მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მეტი რა არგუმენტი გჭირდებათ?“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781345189

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად მთავრობისა და ძალოვნების ახალ შემადგენლობას გადასცა. გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა

 ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემაც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს...

არჩილ გორდულაძე

1781345029

საზოგადოება

კახა კალაძე: ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია

 თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გ...

კახა კალაძე

1781343104

საზოგადოება

კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი

 კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას. მისი...

კახა კალაძ

1781341911

საზოგადოება

კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება

 „რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ?“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ გიგა ლემონჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელ...

კახა კალაძე

1781338817

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: აშშ-ის ძალებმა მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერი

 დონალდ ტრამპი ვენესუელური დაჯგუფების „ტრენ დე არაგუას“ ლიდერის ლიკვიდაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ-ის ძალებმა ერთ-ერთი ყველაზე „სისხლიმსმელი“ ტერორისტი მოკლეს. „ჩემი მითითებით, შეერთებული შტატ...

დონალდ ტრამპი